რძის შრატი, როგორც ძროხების საკვები საშუალება

რძის შრატის შემადგენლობაში ძირითადად შედის ლაქტოზა, ცილები (პროტეინები), მინერალები და წყალი. 

უმეტეს შემთხვევაში, თხევადი შრატი  შეიცავს მხოლოდ 4-9% მშრალი ნივთირებას, ხოლო მისი მყარი ფრაქცია გამოირჩევა შედარებით მაღალი კვებით  ღირებულებით. ცილის შემცველობა შრატში  შესაძლებელია მერყეობდეს  9-დან 30%-მდე. თუმცა, საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 11 დან 13%-მდე. ზოგჯერ შრატი შეიძლება შეიცავდეს 7-დან 8% ცხიმს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს არის 0.2-1% (მშრალი ნივთიერება). რძის შრატის შემადგენლობა მოიცავს   B ჯგუფის ვიტამინებს, ვიტამინ C-ს, ნიკოტინის მჟავას, ქოლინილს, ვიტამინ A-ს, ვიტამინ E-ს და ბიოტინს, იგი ასევე შეიცავს კალციუმს და მაგნიუმს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ლაბორატორიულად განისაზღვროს შრატის კვებითი ღირებულება.

ამერიკის შეერთებულ შტატების ყველის საწარმოებში შრატს ასქელებენ, რაზეც ძირითადად ორ პროცესს იყენებენ: უტრაფილტრაციას და უკუოსმოსს. პროცესების შედეგად მიღებულ სუფთა წყალს შემდგომში წარმოებაში გამოიყენებენ ხოლო შესქელებულ შრატს, რომელშიც დაახლოებით 80% წყალი რჩება მეცხოველეობის ფერმებს აწვდიანდ ცხოველების გამოსაკვებად.

მაგალითად, ლოუვილის ყველის საწარმოში  წელიწადში აწარმოებენ  დაახლოებით 23.6 მლნ. ტონა შრატს, საიდანაც წარმოებული შრატის 52% გამოიყენება  მერძეულ ფერმებში პირუტყვის გამოსაკვებად   და მისი წლი ყოველწლიურად იზრდება. როგორც წესი,შედედებული შრატის  მჟავიანობა (Ph) მერყეობს 4.2 დან  4, 5-მდე.

შედედებული შრატის საკვები ნივთიერების შემადგენლობა

საკვები ნივთიერება

მშრალ ნივთიერებაში, %

ფიზიკურ გამოსახულებაში, %

მშრალი ნივთიერება

100

19,5

ცხიმი

0,1

0,0

ცილა (პროტეინი)

0,3

0,1

ნაცარი (зола)

13,6

2,7

ლაქტოზა

86,2

16,8

ტკბილი შრატი (რომელსაც ძირითადად რძის მაჭიკის ფერმენტის ფერმენტაციით იღებენ) უფრო ნოყიერია, ვიდრე მჟავე (რომელიც რძემჟავა დუღილის ბაქტერიების გამოყენებით აწარმოებენ). მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტიპის შრატი მოკლე პერიოდში აღწევს დაბალ Ph (დაახლოებით 4.3), მინიმალურია პროდუქტის გაფუჭების პრობლემები.

ჰოლშტინური ჯიშის ძროხებს   შეუძლიათ  თხევადი შრატის  მიღება დღეში დაახლოებით  36 დან  45 კგ-მდე, თუ მათ რათქმაუნდა  აქვთ შრატთან თავისუფალი წვდომა. ამ პროცესმა  შესაძლოა გავლენა მოახდინოს  უხეში საკვების მიღებაზე, თუ რაციონი  არ არის დაბალანსებული კონცენტრატების შემადგენლობის  მიხედვით. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მოხდეს რაციონში კონცენტრირებული კომპონენტების წილის დაბალანსირება გამომდინარე საყუათო ნივთიერებებიდან რომლებიც ცხოველს შეუძლია მიიღოს რძის შრატის მიღების დროს. რძის შრატი შეიძლება განიხილოს როგორც თხევადი კონცენტრირებული საკვები.

როგორც წესი, როცა მერძეული პირუტყვი მიირთმევს თხევად შრატს არ წარმოიშვება დიდი პრობლემები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ შრატის მიღებით შესაძლებელია  გამოწვეული იქნას ცხოველების შებერილობა ან აციდიოზი. ასე ხდება, მაშინ როდესაც შრატის  მარაგი  ამოიწურება და შემდეგ მშიერ ცხოველებს აძლევენ საშუალებას, რომ დაწყურდნენ შეუზღუდავად. ცხოველებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შრატთან  მინიმუმ 18-20 საათი დღეში. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც თხევადი შრატით კვებავთ ძროხებს მათ ამავე დროს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა წყალთან. რა თქმა უნდა, ისინი თვითონ არეგულირებენ  სითხის მიღების ოდენობას, მაგრამ წყალი უნდა ჰქონდეთ მუდმივად.

ზოგჯერ წყლის მიწოდება  შეიზღუდება 5-10 საათამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც  იწყება   თხევადი შრატის მიწოდება, ამ მოქმედებით   ძროხას წაახალისებენ, რომ  მოიხმაროს თხევადი შრატი.  არ არის რეკომენდირებული  რომ ძროხა დღეში იღებდეს  45-68 კგ-ზე მეტ შრატს.  თხევადი შრატით შესაძლებელია სარემონტო ხბოების კვებაც.

კორნელის უნივერსიტეტის საკონსულტაციო სამსახურმა , გადაწყვიტა რომ ფერმერებს შორის ჩაეტარებინა კვლევა, რათა გამოევლინა  შედედებულ შრატის გავლენა ძროხების პროდუქტიოლობაზე. მკვლევარებმა კითხვარები გააგზავნა 26 ფერმაში, სადაც ძროხებს უკვე  შრატს სთავაზობდნენ. მოთხოვნას გამოეხმაურა 15 ფერმერი. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თითქმის ყველა მეურნეობებში გამოიყენება ერთი მწარმოებლის Kraft -ის  შრატი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლოუვილში  ნიუ-იორკის შტატში. კვლევა ეფუძნებოდა პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა  შეაჯამებულიყო და გამოვლენილიყო დადებითი და უარყოფითი მხარეები ძროხების მიერ  შედედებული შრატის კვებისას. ამ რეგიონის ფერმერები, როგორც წესი, ინახავენ შესქელებულ შრატს რეზერვუარებში, რომლის მოცულობაა 12-24 კუბური მეტრი.  შრატს ამატებენ შერეულ საკვებში და ძირფესვიანად ურევენ სხვა საფურაჟე საკვების ინგრედიენტებს. 

მაღალი თეთრი რეზერვუარი - ტიპიური პლასტიკური მოცულობა  24 მ3 შედედებული შრატის შესანახად.

კვების  თავისებურება

ყველა მონაწილემ განაცხადა, რომ ძროხას დღეში აძლევენ   0.45 დან 6.35 კგ-მდე შრატს ე.ი. საშუალოდ 3.6 კგ. ცხრა ფერმაში  პროდუქტს ამატებდნენ  გვიანი მშრალობის ჯგუფის რაციონში  0.45-დან  2.3 კგ-ს დღეში (საშუალოდ 1.5 კგ). ერთი ფერმერი, რომელსაც ჰყავდა მხოლოდ ერთი მშრალი ძროხების ჯგუფი ყველა ძროხას აჭმევდა  2 კგ / დღეში,  ექვსმა ფერმერმა დასძინა, რომ უბრალოდ ამატებენ შრატს დაბალანსებულ რაციონში; ხუთმა ჩაანაცვლა დაფქვილი სიმიდნი შრატით; ორი იყენებდა  მინერალური დამატებების მაგივრად  და ერთი - მელასის ნაცვლად.

გამოკითხულთა ფერმების პროფილი:

ნიუ იორკის შტატის მერძეული ფერმების 15 რესპონდენტი   

ფერმის სიდიდე - 90-დან 1,200 -მდე ძროხა, საშუალოდ 350 სული.

წლიური წველადობა -  8600კგ-დან - 12700კგ -მდე, საშუალოდ 10.900 კგ რძე.

12 ფერმაში არის ძროხების თავისუფლად შენახვის სისტემა,   ერთში - დაბმული, ხოლო ორში  კი კომბინირებული.

ყველა ფერმა  იყენებს  ჯამურად შერეულ რაციონს.

მშრალი პერიოდი: ყველა ფერმაში გარდა ერთისა,  არის ადრეული და გვიანი მშრალების ჯგუფები.

შრატით კვების  ხანგრძლივობა - 1 დან 36 თვემდე,  საშუალოდ 12 თვის განმავლობაში.

რას ფიქრობენ შრატის  შესახებ ფერმერები?

გრაფიკის მიხედვით შეგვიძია დავასკვნათ, რომ ფერმერების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ შრატის გამოყენება  ხელს უწყობს ძროხებს ძროხების პროდუქტიულობის ზრდას. ფერმერების უმეტესობას სავსებით აწყობთ აღნიშნული კვების ინგრედიენტი, გამომდინარე იქიდან, რომ მისი გამოყენება საკმაოდ პრაქტიკულია და ბევრი მათგანი აპირებს მომავალშიც ამ საკვების გამოყენებას თავიანთი მერძეული ნახირისთვის. რამოდენიმე ფერმერი თვლის, რომ რძის შრატი დადებით გავლენას ახდენს რძის შემადგენლობაზე, ან ცხოველის ჯანმრთელობაზე ან ეფექტურ აღწარმოებაზე. 

რაციონში შრატის გამოყენებისას ფერმერების კმაყოფილების ხარისხი

თარგმნა:

ვერტიკალურადპასუხების რაოდენობა

ლეგენდა:

  • თანახმაა
  • ნეიტრალურია
  • არ ეთანხმება

ჰორიზონტალურად

  • მშრალი ნივთიერების მოხმარება
  • გემო
  • რძის პროდუქტიულობა
  • რძის კომპონენტური შემადგენლობა 
  • მეტაბოლური დარღვევები
  • გამრავლების უნარი
  • მიქსერში მარტივად შერევის შესაძლებლობა
  • მუშაობაში მარტივი გამოსაყენებელი 
  • მუდმივი ხარისხი
  • გამოყენება მომავალში
  • ზემოთ ჩამოთვლილიდან რა გაუმჯობესდა?

დამატებითი უპირატესობები

გარდა გრაფიკზე ჩამოთვლილი შრატის გამოყენების  ასპექტებისა, რძის მწარმოებლებმა აღნიშნეს ასევე ფერმებში აღნიშნული საკვების გამოყენების დამატებითი დადებითი  მხარეები, როგორიცაა:

• შრატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს  რაციონის ტენიანობის დაბალანსებისათვის.

• იგი კარგად ერევა მშრალი საკვების ინგრედიენტებში.

• შრატი - შესანიშნავი დანამატია დაბალი ენერგიის მქონე უხეშ საკვებთან.

• იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დანამატი უხეშ საკვებთან, რომელიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის შაქარს.

• ეს არის შედარებით იაფი პროდუქტი, რომელიც ეხმარება ფერმერს  შეამციროს საკვების ხარჯები.

• ახალად ნამშობიარევი  ძროხა უკეთესად მოიხმარს  შრატს რაც მნიშვნელოვნად შეამციროს  მის ჯანმრთელობის პრობლემებს.

შრატი ნაკლოვანებები, როგორც საკვები:

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტს გააჩნია ძირითადად უპირატესობები, ფერმერებმა აღნიშნეს ასევე მისი ნაკლოვანებები:

• შრატი ხდის საკვებს წებოვანს მიქსერით შერევისას და საკვებ არეალზე , მაგრამ ეს ფაქტი ძირითადი პრობლემა არ წარმოადგენს.

• შრატი ხდება საკვების დამატებითი ინგრედიენტი , რომელიც უნდა მართო, და რომელიც მოითხოვს კიდევ დამატებით მოქმედებას შერეული საკვების მომზადების დროს.

• იწვევს გარკვეულ  სირთულეებს მაშინ, როდესაც  ხდება მიქსერში მისი ჩატვირთვა.

როგორ  ავიცილოთ თავიდან  პოტენციური პრობლემები

ოთხმა ფერმერმა, განაცხადა, რომ  ერთხელ  დაფიქსირდა შრატის გაყინვის პრობლემა. მათ წარმოადგინეს გამოსავალი: შრატით გავსებული მილსადენების და კონტეინერების თერმული იზოლაცია,  ტუმბოების გამოყენება , რათა  ფერმერებმა თავიდან აიცილონ შრატის გაყინვა. ფერმებში, სადაც ნელა გამოიყენება შრატი, აღნიშნულმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს კოლტები, ასე რომ სასურველია  პერიოდულად  შრატის სითხის მორევა.

წყარო: By-Product Feedstuffs in Dairy Cattle Diets in the Upper Midwest ву Randy Shaver, Professor and Extension Dairy Nutritionist, Department of Dairy Science College of Agricultural and Life Sciences, University of Wisconsin – Madison 

841

 

comments powered by Disqus