რძის წარმოება და პირუტყვის სულადობა შემცირდა –  ოფიციალური სტატისტიკა 2019 წლისთვის

 

საქსტატის მონაცემებით, შემცირებულია როგორც რძის წარმოება, ისე პირუტყვის სულადობა.

წინასწარი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში რძის წარმოება 8.4 მილიონი ლიტრით (2%-ით) შემცირდა. აღსანიშნავია რომ გასულ ხუთ წელიწადში ეს ყველაზე მცირე შემცირებაა. გვალვიანი ზაფხულის გამო რძის წარმოების კლება მოსალოდნელი იყო, თუმცაღა დაიკლო პირუტყვის რაოდენობამაც.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წლის ბოლოსთვის 14.8 ათასი სულით (2%-ით) შემცირდა, ხოლო ქვეჯგუფის ფურისა და ფურკამეჩის სულადობა - 32.1 ათასით (7%-ით) - რაც მეორე ყველაზე მაღალი კლებაა (მინიმუმ) გასულ 5 წელიწადში.

საერთო ჯამში, 2019 წლის წინასწარი მონაცემები გვეუბნება რომ რძის წარმოებამ 546.9 მილიონი ლიტრი შეადგინა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ (პერიოდის ბოლოს) 864.1 ათასი სული, აქედან ფურისა და ფურკამეჩისამ კი - 425.9. ერთი მეწველი ძროხის საშუალო პროდუქტიულობის (საშუალო წლიური მონაწველის) სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გვალვების, წარმოებისა და სულადობის სტატისტიკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ზრდა ალბათ არ დაფიქსირდება – შესაძლოა ვიხილოთ კლებაც.

 

328

 

მსგავსი