რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი - 2019 წლის აპრილი

 

ნედლი რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორმა ზრდა განარძო და ჩვენს მიერ მოსალოდნელ  საშუალოწლიურ დონემდე ავიდა. მარტთან შედარებით მაჩვენებლის გაუმჯობესების მთავარი მიზეზი უკრაინიდან იმპორტირებული სოიოს შროტის გაიაფება გახლდათ. საერთო ჯამში, მიმდინარე წელი შარშანდელზე უკეთესია. მომგებიანობის წლიური ზრდა უმეტესად ხარისხიან ნედლ რძეზე ფასების ზრდამ განაპირობა. აქვე შეგახსენებთ რომ მომგებიანობის ინდიკატორი მხოლოდ ქართულ ინტენსიურ ფერმებს ეხებათ, სადაც ნედლი რძის ფასები როგორც წესი სტაბილურია მთელი წლის განმავლობაში.  

*თავდაპირველი მოლოდინი საკვების 5%-იანი წლიური გაძვირების შემთხვევაში

მნიშვნელოვანი დეტალები

ნედლი რძის ფასი ქართულ ინტენსიურ ფერმებში 120-დან 140 ლარამდე მერყეობს 100 კილოგრამზე. რადგან ამ ფერმებს წლიური კონტრაქტები აქვთ, რომლებიც ნედლ რძეზე სტაბილურ ფასს მოიაზრებენ, ეს ფასები მომავალ წლამდე არ შეიცვლება.

მარტთან შედარებით აპრილში, 100 კილოგრამი გამარტივებული კომბინირებული საკვები რაციონი (70% სიმინდი, 30% სოიოს შროტი) 1 ლარით გაიაფდა, რამაც ინდიკატორის გაუმჯობესება გამოიწვია. რაციონის ღირებულების ვარდნა იმპორტირებულმა სოიოს შროტის გაიაფებამ უზრუნველყო. შროტის გაიაფებამ რუსეთიდან იმპორტირებული სიმინდის გაძვირება გადაწონა.

 2019 წლის აპრილში:

  • 100 კილოგრამი იმპორტირებული სოიოს შროტის იმპორტის საშუალო (CIF) ღირებულებამ 38.76$ შეადგინა
  • რაც 4%-იანი შემცირებაა წინა თვესთან და 18%-იანი წინა წლის აპრილთან
  • 100 კილოგრამის სიმინდის იმპორტის ფასი 19.10$ გახლდათ (მთავარი იმპორტიორი რუსეთიდან)
  • რაც 1%-იანი ზრდაა წინა თვესთან და 6%-იანი წინა წელთან
  • დოლარის საშუალოთვიური გაცვლით კურსი 0.4%-ით გაიზარდა მარტთან შედარებით
  • წინა წლის აპრილთან შედარებით კი - 11.1%-ით

აღსანიშნავია რომ 2019 წელს მომგებიანობის ინდიკატორის პირველი ოთხი თვის საშუალო გასული წლისას 5%-ით აღემატება. ამის მთავარი მიზეზი წლიდან წლამდე გაზრდილი ნედლი რძის ფასია - წინა წელთან შედარებით ფერმერებს საკვები არ გაიაფებიათ. აპრილის თვეში 100 კილოგრამი გამარტივებული საკვები რაციონი 3 ლარით უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ერთი წლით ადრე. რომ არა დოლარის კურსის წლიური ზრდა, აღნიშნული რაციონი 2019 აპრილის თვეში გასული წლისაზე 5 ლარით იაფი ეღირებოდა.

გაზრდილი მომგებიანობის ინდიკატორი გვეუბნება, რომ საქართველოში ინტენსიური მერძევეობის მიმზიდველობა მატულობს. მომგებიანობის ზრდის პირობებში ველოდებით რომ ინტენსიური სექტორი ზრდას განაგრძობს: გაიზრდებიან არსებული ფერმები, პარალელურად კი გაჩნდებიან ახლები.

 


მეთოდოლოგია 

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი, რძისა და კომბინირებული საკვების ფასების თანაფარდობა საშუალოდ თვეში

მომგებიანობის ინდიკატორი = რძის ფასი / კომბინირებული საკვები რაციონის ფასი

სადაც:

რძის ფასი = რძის რეალიზაციის გავრცელებული ფასი ინტენსიურ ფერმებში; ლარი 100 კილოგრამზე

კომბინირებული საკვები რაციონის ფასი = სოიოს შროტის ღირებულება (ლარი/კგ) * 30 კგ + სიმინდის ღირებულება (ლარი/კგ) * 70 კგ; ლარი 100 კილოგრამზე

 

    1. სოიოს შროტის ღირებულება = იმპორტის საშუალო ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 23040000000
    2. სიმინდის ღირებულება = იმპორტის საშუალო ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 100590

მონაცემთა წყაროები

იმპორტის მონაცემები: https://mof.ge/export_importis_informacia - ფინანსთა სამინისტრო

საშუალოთვიური გაცვლითი კურსი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304 - ეროვნული ბანკი

რძის ფასი: რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა - GeorgianDairy

 

205

 

მსგავსი

 

„ჯავახეთის მდელოები“ ყველს ნედლი რძით და HACCP -ის სტანდარტის გამოყენებით აწარმოებს

 

„ჯავახეთის მდელოები“ ინდივიდუალური მეწარმე კარენ სიმონიანის მიერ დაა...

თელავური ყველის საწარმო „შუამთა“ ქართული რძის ნიშანს ფლობს