რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი - 2019 წლის მარტი

 

მიმდინარე წლის მარტში, ინტენსიურ ფერმებში რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორმა ყველაზე მაღალ დონეზეს მიაღწია წინა წლების მარტებთან შედარებით.

მომგებიანობის წლიური ზრდა გასაკვირი არ არის: ჩვენ წინა სტატიაში ავღნიშნეთ რომ წელს რეკორდულად მაღალ მაჩვენბლებს ველოდებით. მსგავსი მოლოდინი ძირითადად რძის ფასის ზრდას ეფუძნება. აღსანიშნავია რომ მიღებული შემოსავლების ზრდის პარალელურად, ფერმერებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ საკვების დანახარჯები – სწორედ ამიტომ, მარტის თვეში მომგებიანობის ინდიკატორი ჩვენს მოლოდინს 2%-ით ჩამორჩა.

*თავდაპირველი მოლოდინი საკვების 5%-იანი წლიური გაძვირების შემთხვევაში

მნიშვნელოვანი დეტალები

კომბინირებული საკვების ფასების ზრდის გამო, თებერვალში მომგებიანობამ დაიწია (იანვართან შედარებით), თუმცა შემდეგ თვეში საკვები კვლავ გაიაფდა და ინდიკატორიც გაუმჯობესდა. აღსანიშნავია რომ 2019 წლის მარტში:

  • 100 კილოგრამი იმპორტირებული სოიოს შროტის CIF ღირებულებამ 40.36$ შეადგინა
  • სიმინდისამ კი - 18.97$/100კგ
  • წინა წლის მარტთან შედარებით, სოიოს შროტის CIF ღირებულება 1%-ითაა გაზრდილი
  • სიმინდისა კი - 5%-ით
  • წინა წლის მარტთან შედარებით, დოლარი 9.9%-ით გაძვირდა
  • ლარის კურსის გაუარესებამ ყველაზე მეტად იმოქმედა საკვების დანახარჯების ზრდაზე
  • საბოლოო მყიდველისთვის 100 კილოგრამი კომბინირებული საკვები რაციონი (70% სიმინდი, 30% სოიოს შროტი) 10 ლარით უფრო ძვირი ღირს ვიდრე შარშან
  • კურსის გაძვირების გამო მარტივი რაციონი მოსალოდნელზე 2 ლარით უფრო მეტად გაძვირდა
  • 100 კილოგრამი ნედლი რძის ფასი ინტენსიურ ფერმებში 120 ლარიდან 140 ლარამდე მერყეობს ფერმების მიხედვით, თუმცა წლის განმავლობაში ის სტაბილურია

სამომავლოდ

საყურადღებოა გაცვლითი კურსის ზრდა, რომელიც იმპორტირებულ საკვებს აძვირებს და მომგებიანობის ინდიკატორს აუარესებს. მიმდინარე წლის მარტში გაცვლითი კურსის წლიური მატება ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა იყო 2018 წლის ივნისის შემდეგ. ამასთან, დოლარის კურსი 2.90-მდე უნდა გაზრდილიყო მომგებიანობის ინდიკატორი წლიურ ჭრილში რომ გაუარესებულიყო. იმის გათვალისწინებით რომ 2.90 წარმოუდგენლად მაღალი კურსია, სამომავლოდ ჩვენ კვლავ ველით რომ წელს მომგებიანობის ინდიკატორი შარშანდელზე მაღალი იქნება, თუმცა ის შეიძლება ჩამორჩეს იმ საშუალო დონეს რომელსაც თავდაპირველად მოველოდით – კურსის გაუარესებამ საკვები მოსალოდნელზე მეტად გააძვირა.

 


მეთოდოლოგია

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი, რძისა და კომბინირებული საკვების ფასების თანაფარდობა საშუალოდ თვეში

მომგებიანობის ინდიკატორი = რძის ფასი / კომბინირებული საკვები რაციონის ფასი

სადაც:

რძის ფასი = რძის რეალიზაციის გავრცელებული ფასი ინტენსიურ ფერმებში; ლარი 100 კილოგრამზე

კომბინირებული საკვები რაციონის ფასი = სოიოს შროტის ღირებულება (ლარი/კგ) * 30 კგ + სიმინდის ღირებულება (ლარი/კგ) * 70 კგ; ლარი 100 კილოგრამზე

  1. სოიოს შროტის ღირებულება = იმპორტის საშუალო ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 23040000000
  2. სიმინდის ღირებულება = იმპორტის საშუალო ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 100590

მონაცემთა წყაროები

იმპორტის მონაცემები: https://mof.ge/export_importis_informacia - ფინანსთა სამინისტრო

საშუალოთვიური გაცვლითი კურსი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304 - ეროვნული ბანკი

რძის ფასი: რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა - GeorgianDairy

235

 

მსგავსი

 

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროში სოფლის განვითარებისთვის 60 ათას ევრომდე გრანტების გაცემა დაიწყება

 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწ...

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ივნისი

 

გასულ თვეში რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების სეზონური კლება გაგრძელდა: რძი...

ყველის შერჩევის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები

 

ყველი  ძალიან ყუათიანი საკვები პროდუქტია, რომელიც მდიდარია გემოვნური თვისებ...