რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი - 2020 წლის აპრილი

 

ქართული ინტენსიური მერძეული მეურნეობების მომგებიანობის ინდიკატორი დამატებით შემცირდა. გაუარესებამ წინა თვესთან 4%, ხოლო წინა წლის აპრილთან კი - 10% შეადგინა. რძის საშუალო ფასი წელიწადზე მეტია არ შეცვლილა, საკვების ფასები კი რეკორდულად მაღალ დონემდე ავიდა. თუ აპრილის ფასები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, 2020 წლის მომგებიანობის ინდიკატორი საშუალოდ 9%-ით გაუარესდება 2019 წელთან შედარებით და 2018 წლის დონეს გაუთანაბრდება. გაუარესების უმთავრესი მიზეზი გაუფასურებული გაცვლითი კურსია - ფერმებში გამოყენებული საკვების დიდი ნაწილი იმპორტირებულია.

შეგახსენებთ რომ ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდიკატორი რძისა და საკვების ფასების თანაფარდობას წარმოადგენს. ზოგადად, ინდიკატორის მაღალი დონე გვეუბნება რომ ფასები სექტორში უფრო მეტი ინვესტირებისა თუ ფერმების გაფართოების უფრო მეტ სტიმულს იძლევიან, ვიდრე იმ პერიოდებში როცა ინდიკატორი დაბალია.

 


მეთოდოლოგია

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი, რძისა და კომბინირებული საკვების ფასების თანაფარდობა საშუალოდ თვეში

მომგებიანობის ინდიკატორი = რძის ფასი / კომბინირებული საკვები რაციონის ფასი

სადაც:

რძის ფასი = რძის რეალიზაციის გავრცელებული ფასი ინტენსიურ ფერმებში; ლარი 100 კილოგრამზე

კომბინირებული საკვები რაციონის ფასი = სოიოს შროტის ღირებულება (ლარი/კგ) * 30 კგ + სიმინდის ღირებულება (ლარი/კგ) * 70 კგ; ლარი 100 კილოგრამზე

 

    1. სოიოს შროტის ღირებულება = იმპორტის ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 23040000000
    2. სიმინდის ღირებულება = იმპორტის ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 100590

მონაცემთა წყაროები

იმპორტის მონაცემები: https://mof.ge/export_importis_informacia - ფინანსთა სამინისტრო

საშუალოთვიური გაცვლითი კურსი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304 - ეროვნული ბანკი

რძის ფასი: რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა - GeorgianDairy

150

 

მსგავსი