როგორ აფასებენ რძის პროდუქტების მწარმოებლები საქართველოში Covid-19-ის გავლენას სექტორზე?

საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებლები უკვე საუბრობენ პანდემიის გავლენაზე. 

პირველ რიგში, ბაზარზე ცვლილებები იმ მწარმოებლებმა იგრძნეს, რომლებიც პროდუქციით ამარაგებენ არა მარტო საცალო გაყიდვების ობიექტებს, არამედ რესტორნებს, კაფე-ბარებს, სასტუმროებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, შესაბამისად სასტუმროებსა და რესტორნებში შემცირებული მომხმარებლების რაოდენობა და შეწყვეტილი სასწავლო პროცესი უარყოფითად აისახა რძის გადამუშავების სექტორზე.

რძის პროდუქტების კომპანია "სანტეს" გენერალური დირექტორის ერეკლე გამყრელიძის განცხადებით, მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც სანტესთვის ბაზრის მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს.

„პანდემიის გავლენაზე ჯერ საუბარი ძალიან ადრეა, რადგან ბაზარმა პრაქტიკულად ახლა დაიწყო გარკვეული ნიშნების ჩვენება. ჩვენი სექტორი პირველადი მოთხოვნის პროდუქტებს აწარმოებს, ამიტომ პირველ ეტაპზე პრობლემების მასშტაბები მცირე იქნება სხვა პროდუქტებთან შედარებით, მაგრამ გამოწვევები არსებობს მაგალითისთვის სხვადასხვა ნედლეულისა და შესაფუთი მასალების მხრივ. ჩვენ მოგვიწევს მათი მომარაგება, რადგან არის რისკი რომ იყოს წყვეტა მომარაგებაში, რაც დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული, ასევე მკვეთრად არის შემცირებული მოთხოვნა „ჰორეკა“ სექტორიდან, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან წილს შეადგენს ჩვენ გაყიდვებში“- ერეკლე გამყრელიძე.

მსოფლიო პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ასევე რძის პროდუქტების მწარმოებელ კომანია „ცივის ყველზეც“ - "ჩვენი პროდუქცია იყიდებოდა ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში, შესაბამისად დღეს არსებულმა მდგომარეობამ ჩვენ ძალიან დაგვაზარალა, ახლა ვეძებთ დამატებით გზებს, რომ გავყიდოთ პროდუქცია," აცხადებს ცივის ყველის დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი.

მეწარმეების იმ ნაწილისთვის, რომლებიც თავიანთი პროდუქციას ძირითადად ქსელურ სუპერმარკეტებსა და მარკეტებში ყიდიან გაყიდვები ისევ სტაბილურია, თუმცა სამომავლო პროგნოზების გაკეთება უჭირთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები პანდემიასთან მიმართებაში.

მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად მწარმოებლები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სახელმწიფოსა და საფინანსო სექტორის მხარდაჭერას და დადებითად აფასებენ სამთვიანი საშეღავათო პერიოდის ინიციატივას სასესხო ვალდებულებებზე.

175

 

მსგავსი

 

ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანს...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (16-27 მარტი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით სა...

რა გავლენა აქვს კარანტინს მარნეულსა და ბოლნისში რძის წარმოებაზე?

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა ნედლ...

 

comments powered by Disqus