როგორ გამოვთვალოთ საქონლის სადგომის ფართობი

საქონლის სადგომის ფართობი გამოითვლება ერთი სული საქონლისთვის საჭირო ფართობის გათვალისწინებით და განსხვავდება შენახვის სისტემის მიხედვით (საორიენტაციო ნორმატივები ჩვენ გამოვაქვეყნეთ ადრე ჩვენს საიტზე, რომელიც შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: http://georgiandairy.org/ka/post/dzrokhistvis-autsilebeli-partobi-daubmeli-shenakhvisas).

სადგომის სიმაღლე გამოითვლება იმის საფუძველზე, თუ როგორი ვენტილაციის სისტემა გვექნება. კროსვენტილაცია (როდესაც სადგომის შიდა სივრცე გამოიყენება როგორც სავენტილაციო გვირაბი) მხოლოდ დაბალი ჭერის მქონე სადგომებში გამოიყენება. ბუნებრივი ვენტილაცია მაქსიმალური ეფექტიანობით მუშაობს მაღალ სადგომებში.

ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ფორმულას:

ბუნებრივი ვენტილაციის მქონე სადგომებში გვერდითი კედლები მინიმუმ 3 მეტრი სიმაღლის უნდა იყოს (სადგომის შენობის 30 მეტრზე მეტი სიგანის შემთხვევაში - 3,6 მ). ზედმეტი სიმაღლე ზრდის მშენებლობის ღირებულებას. გვერდითი კედლებიდან ახალი, სუფთა ჰაერი შემოდის, ხოლო ჰაერის შემოდინების ინტენსივობის რეგულირება გვერდითი კედლების ფარდების აწევის სიმაღლის ცვლილებით შეგვიძლია.

სადომის სიმაღლე ცენტრში (ყველაზე მაღალ ადგილას) სადგომის სიგანის 1/3 -1/4 უნდა იყოს.

შენობის სახურავის ცენტრში განათების ღიობის სიგანე უნდა იყოს 9 სმ შენობის სიგანის ყოველ 15 სმ-ზე.

ჩვენი მიზანია სადგომში ჰაერის სრული ცვლა ზამთარში 4-ჯერ მოხდეს, ხოლო ზაფხულში 40-60-ჯერ.

ხშირად ცხელ დღეებში ბუნებრივი ვენტილაცია საკმარისი არაა. ასეთ შემთხვევებში იძულებით ვენტილაციაზე (გრძივად განლაგებული ვენტილატორები ძროხების თავზე) უნდა ვიფიქროთ ან გამაძლიერებელ ვენტილაციაზე (ვენტილატორები სახურავის კეხში).

აქ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები:

ა) პირველ რიგში უნდა მოვაწესრიგოთ გაგრილება საწველი დარბაზის შემაქუჩებელში  (ძროხების მოსაცდელი ადგილი საწველი დარბაზის წინ დაუბმელი შენახვის სისტემაში), რადგანაც აქ ძროხები ჯგუფდება მჭიდროდ და ერთმანეთს ათბობენ. ძროხები სწრაფად თბებიან ხოლმე და ნელა გრილდებიან.

ბ) მეორე რიგში ვენტილარები უნდა დავაყენოთ ძროხების მოსვენების ადგილებში. სიცხეში ძროხებს არ სურთ დაწოლა, რადგან, როდესაც ისინი დგანან, ბუნებრივი ვენტილაცია მათ უფრო მეტად ანიავებს. ძროხები რომლებიც დიდხანს დგანან ნაკლებ რძეს წარმოქმნიან  და ასევე მეტად ექმნებათ ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები. გააკეთეთ ისე, რომ საწოლი ადგილები უფრო მეტად გრილდებოდეს და ნიავდებოდეს.

გ) მესამე რიგში მოახდინეთ ვენტილაცია იმ ძროხებს ზემოთ, რომლებიც დაგანან საკვებ მაგიდასთან. ვენტილატორები ძროხების ტანზე უნდა უბერავდეს და არა თავზე. თუ ვენტილატორებს დავაყენებთ საკვები მაგიდის ზემოთ, მაშინ ძროხები არ გარილდებიან და ისინი გამოაშრობენ საკვებს, რაც გაზრდის ძროხების მიერ საკვების გადარჩევას.

დ) ბუნებრივი ვენტილაციის ეფექტიანობის გასაზრდელად მშრალად მყოფი ძროხები დიდ ფართობზე (მ2 ერთ სულზე) უნდა შევინახოთ. დიდ სიცხეების დროს ღირს ვიფიქროთ მშრალი ძროხების დამატებით გაგრილებაზეც. ეს ახლა არ მოგვიტანს ფულს (რადგან მშრალები არ იწველებიან), მაგრამ ეს იქნება ინვესტიცია მომავალ პერსპექტივაში. მშრალი ძროხები, რომლებიც არ განცდიან სითბურ სტრესს და უკეთ იკვებებიან, მშობიარობენ ნაკლები პრობლემებით და გვაძლევენ მეტ მონაწველს.

281

 

მსგავსი

 

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი – 2020 VIII

 

ქართული ინტენსიური მერძეული მეურნეობების მომგებიანობის ინდიკატორი კვლავ გაუარესე...

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი – 2020 VIII

 

აგვისტოსთვის, სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებია...

რძის პროდუქტების იმპორტი - 2020-08

 

2020 წლის აგვისტოში რძის პროდუქტების იმპორტმა ნედლი რძის ექვივალენტში 12 მილიონი...

 

comments powered by Disqus