რომელი ქვეშსაფენი გამოვიყენოთ?

კომპანია პეტინგერის და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მიერ 2020 წლის ივნის-ივლისში ორგანიზებული ონლაინ ტრეინინგის მსვლელობისას განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საკითხმა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ მეწველი პირუტყვის კომფორტი და რომელი ქვეშსაფენია საუკეთესო მათ შესანახად და რატომ. ტრენერმა ვლადიმირ მირნენკომ დაწვრილებით აღწერა სხვადასხვა სახის ქვეშსაფენების ხარისხი.

ძროხა გამოიმუშავებს რძეს როდესაც წევს. იმისთვის, რომ ძროხამ ბევრი მოიწველოს ის დიდხანს უნდა იწვეს. ძროხისთვის კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს დაწოლა, უშუალოდ წოლა და წამოდგომა. ყველა დანარჩენი მისი მოქმედება (ჭამა, წყლის სმა, წველა) არ უნდა იკავებდეს დიდ დროს. ძროხის ძვალ-სახსროვანი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ როდესაც ის წვება, ბოლო 15-20 სმ ეცემა. როგორ გავიგოთ საკმარისად რბილია თუ არა საწოლი ადგილი ძროხისთვის? ამისთვის მასზე უნდა დავეცეთ მუხლებით 15-20 სმ სიმაღლიდან და თუ მუხლები გვეტკინა, ესეიგი ძროხისთვის ის არასაკმარისად რბილია.  

საწოლი ადგილის ხარისხის შეფასების კრიტერიუმი ეს მასზე ძროხის წოლის დროა. რაც უფრო მეტ დროს წევს ჩვენი ძროხა, მით უფრო კარგია საწოლი ადგილი.

ძროხისთვის საუკეთესო საწოლად მსოფლიოში ითვლება სილის ღრმა საფენი. მასზე ძროხები საშუალოდ დღე-ღამის განმავლობაში დროის 69% წვანან. მასთან დაკავშირებული პრობლემა ისაა, რომ ეს სილა სადღაც უნდა ვიშოვოთ და შემდეგ სადღაც უნდა წავიღოთ. თუ მას ნაკელთან ერთად მინდორში შევიტანთ, გარკვეული დროის შემდეგ, მინდორში ძალიან ბევრი ქვიშა აღმოჩნდება. აქედან გამოსავლის ერთ-ერთი ვარიანტი სილის მრავალჯერადი გამოყენება და მისი გაწმენდის სისტემაა. თავად სისტემა საკმაოდ ძვირადღირებულია და სილის გაწმენდას ბევრი სამუშაო სჭირდება. სილა კარგი ვარიანტია, მაგრამ ნუ განიხილავთ ამ ვარიანტს, თუ თქვენი ფერმა 3-5 ათას ძროხაზე ნაკლებია.

ასევე არის რამდენიმე მომენტი, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ:

ა) სილის ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნა. თუ სილას მრავალჯერადად ვიყენებთ, მაშინ ყველა სახის სილა არ გამოგვადგება. საჭიროა შესაბამისი გრანულმეტრული შემადგენლობის მქონე კონკრეტული სახის სილა.

ბ) საჭიროა ბევრი წყალი მის გასარეცხად. უკრაინაში არსებობს შეზღუდვები გრუნტის წყლების ამოქაჩვაზე. გამოყენებული წყლისთვის საჭიროა ლაგუნა მყარი ფსკერით (ბეტონი ჰიდროიზოლაციით) - ეს სანეპიცსადგურის მოთხოვნაა. წყლის დიდი რაოდენობის გამოყენების შემთხვევაშიც სილა ვერ იქნება სტერილური. რაღაც ბაქტერიები მასში დარჩება და ეს გავლენას მოახდენს ნახირში მასტიტების დონეზე.

გ) სილის ნაწილი წყალთან ერთად მოხვდება ლაგუნაში, ლაგუნიდან კი მინდორში, ამიტომ საჭიროა მუდმივად ვამატოთ ახალი სილა.

დ) სილის სეპარირება შესაძლებელია მხოლოდ თბილი ამინდების დროს. როდესაც წყალი იყინება ბუნებრივი სეპარაცია შეუძლებელია. ფერმას უნდა ჰქონდეს ნახევარი წლის სამყოფი ახალი სუფთა სილის მარაგის ყორღანები. საჭიროა შესანახი ადგილი და პირობები შესანახად.

ღრმა საფენი სილაზე ეს ძალიან ხარისხიანი, მაგრამ ძვირი გადაწყვეტილებაა. დანახარჯის ამოგება შესაძლებელია რაციონალური იყოს მხოლოდ დიდ ფერმებში. გერმანიაში 200-300 სულადობის 5 ფერმა გაერთიანდა კოოპერატივში და ააშენეს სილის გაწმენდის ერთი საერთო სისტემა. ერთი წლის განმავლობაში გამოყენების შემდეგ მიხვდნენ, რომ არც ისინი და არც მათი შვილები ვერ მოესწრებიან ამ პროექტის დანახარჯის ამოგებას. დააფიქსირეს დანაკარგები და დაუბრუნდნენ რეზინის საგებს.

უკრაინაში არის საწარმო 2200 სულიანი საქონლით, რომელიც იყენებს სილის ქვეშსაგებს მეწველი საქონლისთვის. სილა ერთჯერადი გამოყენებისაა (მის მიმართ მოთხოვნები ნაკლებია, გამოდგება ნებისმიერი სახის). საწარმოს გააჩნია საკუთარი სილის კარიერი. მათი მინდორი ცარიელი ქვიშაა (შემადგენლობაში 85-90% ქვიშაა, დანარჩენი შლამი და თიხაა). სილიანი ნაკელი გააქვთ მინდორში, მაგრამ ნიადაგის შემადგენლობა არ იცვლება. პირობები ისე დაემთხვა, რომ მათთვის ეს მომგებიანია. სხვა შემთხვევაში  სილის გამოყენებაზე მე რეკომენდაციას მივცემდი სადღაც 4-5 ათასი სული საქონლის შემდგომ.

ხარისხის მხრივ მეორედ ითვლება სეპარირებულ ნაკელის ღრმა საფენი. უკრაინაში არის ორი ასეთი ფერმა. სიტუაცია ჰგავს სილას - ნაკელის სეპარირების მოწყობილობა ძვირი სიამოვნებაა. ეკონომიკურად გამართლებულია მხოლოდ დიდ ფერმებში.

შემდეგ ხარისხის მიხედვით მოდის საწოლები რეზინის მატრასებით. ისინი ძალიან გასხვავდებიან გამძლეობის და გამოყენების ხარისხის მიხედვით. რეზინის საგების ხარისხზე დამოკიდებულებით ძროხის წოლის ხანგძლივობა შეიძლება იცვლებოდეს 33%-დან 65%მდე. უშუალოდ მხოლოდ რეზინის მატრასს არ იყენებენ. მასზე აუცილებლად უნდა იყოს დაქუცმაცებული ნამჯა (შვრიის, ჭვავის ან ხორბლის), 1-3 კგ დღეში ერთ ძროხაზე. იყრება ძირითადად წინა ფეხებთან.  როდესაც ძროხა წვება წინა ფეხების სახსრებს (მაჯებს) ჭიმავს ზედაპირის გასწვრივ. ნამჯა რეზინის მატრასზე იძლევა მოცურების საშუალებას. სხვა შემთხვევაში სახსრებზე წარმოიქმნება ნახახუნები.

შემდეგ მოდის საწოლები თიხაზე. დროთა განმავლობაში საწოლი ძროხის ფორმას იღებს. გარკვეული დროის შემდეგ საჭიროა თიხის განახლება. ყოველ დღე თიხის ზედაპირზე ამატებენ 3-5 კგ დაქუცმაცებულ ნამჯას (სველის და დაბინძურებულის ჩასანაცვლებლად). წოლის პროცენტულობა 30-35%.

ბოლო ვარიანტია ბეტონი. მას სჭირდება ნაკლები გარემონტება ვიდრე თიხას, მაგრამ ის არ იღებს ძროხის ქვეშ მის ფორმას. მასაც ასევე ამატებენ 3-5 კგ ნამჯას დღეში. წოლის პროცენტულობა 23%.

საწოლების ყველა სახეობა, რომელიც მე აღვწერე ეხება მეწველ ძროხებს. მშრალი საქონლისთვის, ხბოებისთვის და უშობლებისთვის საუკეთესო ვარიანტი ეს არის ნამჯის ღრმა საფენი.

498

 

მსგავსი

 

სოიოს შროტის ფასების საერთაშორისო კლება და მისი შესაძლო ეფექტი ქართულ ინტენსიურ ფერმებზე

 

დიდი ალბათობით პირუტყვის საკვები რაციონი მომდევნო თვეებში გაიაფებას დაიწყებს. სო...

ნედლი რძის ფასები საქართველოში – 2021-04-07

 

ნედლი რძის ფასები მაღალ დონეზე რჩებიან. სხვაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან...

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 2021 III

 

ქართველი მომხმარებლისთვის რძის პროდუქცია რეკორდულად გაძვირდა. რძის პროდუქტი კვლა...

 

comments powered by Disqus