სად შეიძენთ ყველაზე მაღალპროდუქტიულ მერძეული მიმართულების ძროხას ევოპაში?

ევროპაში მერძეული პირუტყვის პროდუქტიულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 9,6 ათასი კილოგრამი, ერთ სულზე, წელიწადში - დანიას ეკუთვნის. უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება ევროპის არცერთ ქვეყანაში. შედარებისთვის, იგივე მაჩვენებელი გერმანიაში 7,8 ათასი კილოგრამია - ამ მაჩვენებლით გერმანია შესაბამის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

საკუთარი გამოკითხვის შედეგები და შესადარებელი მონაცემები ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით დანიის სტატისტიკის ნაციონალურმა სამსახურმა წარმოადგინა. დანიის შემდეგ რეიტინგში მეორე ადგილს ნიდერლანდები იკავებს - 8,7 ათასი კილოგრამით, მესამეზე კი დიდი ბრიტანეთია - 8,1 ათასი კილოგრამით, მეოთხე ადგილს კი როგორც ავღნიშნეთ გერმანია იკავებს.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მერძეული პირუტყვის პროდუქტიულობა დანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად მზარდი იყო. ამგვარად, 1998 წელს დანიაში მერძეული პირუტყვის საშუალო წველადობა 6,8 ათასი კგ-ს შეადგენდა, რაც 13% აღემატება გერმანიის იმავე წლის მაჩვენებელს. ასეთი ზრდა არ აიხსნება მხოლოდ ერთი ფაქტორით, დანიელი სპეციალისტების მოსაზრებით, ეს არის შედეგი ხარისხიანი სანაშენე სამუშაოების, პროფესიონალური კონსულტაციებისა და სწორი მენეჯმენტის.

წყარო: milkua.info

75

 

მსგავსი

 

დუშეთში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელ...

ისრაელის მერძევეობის სექტორში რეფორმა განხორციელდება

29 ოქტომბერს, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მ...

მედია ტური საქართველოს მეცხოველეობის სექტორის შესახებ

28-30 სექტემბერს გაიმართა მედია ტური საქართველოს მეცხოველეობის სექტორის შესახებ, რომელშიც მონაწილ...

 

comments powered by Disqus