საქართველოს მერძევეობის ასოციაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ნედლი რძის პროდუქტებით მოამარაგებს

ასოციაცია თავისი წევრი ფერმებიდან მიღებულ ნედლ რძეს, ასოციაციის წევრ კომპანია „შირაქი“-ის საწარმოში გადაამუშავებს და შემდგომში მზა პროდუქციას ინფექციურ საავადმყოფოს მიაწვდის.

„საქართველოს მერძევეობის ასოციაციის წევრებს, ფერმერებს გაგვიჩნდა იდეა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში დავხმარებოდით სახელმწიფოს Covid-19-ის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და გადავწყვიტეთ უსასყიდლოდ მოგვემარაგებინა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი და იქ მოთავსებული პაციენტები მათთვის საჭირო ნედლი რძის პროდუქტებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინირებით, დავუკავშირდით საავადმყოფოს და მივიღეთ მათგან ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის და დასახელების ნედლი რძის პროდუქტები ესაჭიროებოდათ. შედეგად, ასოციაციამ შპს „შირაქი“-ის საწარმოში დაამზადა საჭირო რაოდენობით პროდუქტი, რომლითაც დღეს უკვე მოვამარაგეთ საავადმყოფო. ჩვენ სისტემატურად გავაგრძელებთ ინფექციურ საავადმყოფოს მომარაგებას ჩვენი ნედლი რძის პროდუქციით პანდემიის წინააღდეგ ბრძოლის პერიოდში.“-განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ, „საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“  გამგეობის თავმჯდომარემ.

 

919

 

მსგავსი

 

ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანს...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (16-27 მარტი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით სა...

რა გავლენა აქვს კარანტინს მარნეულსა და ბოლნისში რძის წარმოებაზე?

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა ნედლ...

 

comments powered by Disqus