საქართველოს მერძევეობის ასოციაციის განცხადება

27 მაისს, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერა.

პოლიტიკოსმა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ნიკოლოზ ბენიაიძე ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ასოციაცია მიიჩნევს, რომ ასეთი მძიმე ბრალდების გაჟღერება, არის მხოლოდ ცილისწამება და ნიკოლოზ ბენიაიძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა, რაც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და მოითხოვს საჯაროდ ბოდიშის მოხდას შალვა ნათელაშვილის მხრიდან.

საქართველოს მერძევეობის ასოციაციაცია, საქართველოს ინდუსტრიული ფერმერების სახელით, გმობს უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახველი ბრალდებების გავრცელებას ასოციაციის თავმჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის მიმართ და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას.

ნიკოლოზ ბენიაიძე საქართველოს მერძევეობის ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის, ასოციაციასთან ერთად, მუდმივად ლობირებს ფერმერების ინტერესებს როგორც სახელწმიფო სტრუქტურებთან, ასევე კერძოს სექტორთან გამართულ შეხვედრებზე და იბრძვის მერძევე ფერმერებისთვის უკეთესი ბიზნეს გარემოსა და სამართლიანი პირობების შექმნისათვის ქვეყანაში. ნიკოლოზ ბენიაიძის სახელს უკავშირდება ასევე პირველი ბიო ფერმის შექმნა საქართველოში. ამ დროისთვის, ასოციაციაში თავის ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, ახორციელებს ექსპერიმენტულ პროექტს საკვებ კულტურებზე საქართველოში, რათა გაუმჯობესდეს მერძეული ფერმების საკვები ბაზის ხარისხი მომავალში.

Georgiandairy თავად ნიკოლოზ ბენიაიძესაც დაუკავშირდა, რომელიც მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ასე გამოეხმაურა:  „ჩემთვის, როგორც პატრიოტი ადამიანისთვის, შეუძლებელია მოვითმინო შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებული ცილისწამება. ჩვენ, ფერმერები, მუდმივ მოლოდინში ვართ რომ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსები შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ხელს შეგვიწყობენ  ქართველ ფერმერებს, რომლებიც ვაწარმოებთ ხარისხიან ქართულ პროდუქტს, გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი საექსპორტო ბაზრებზე, გამოვიყენოთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების უპირატესობები ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, თუმცა, ამ მოლოდინში ვხედავთ საპირისპიროს, ისინი ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან. ძალიან სამწუხაროა თუ ქართული პოლიტიკოსები ასე მუშაობენ. მოვითხოვ, რომ შალვა ნათელაშვილმა საჯაროდ მომიხადოს ბოდიში, ეს ყველაზე მცირეა რაც მას შეუძლია გააკეთოს!“

629

 

მსგავსი

 

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი - 2020 წლის ივნისი

 

წლის პირველ ნახევარში სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების...

რომელი ქვეშსაფენი გამოვიყენოთ?

კომპანია პეტინგერის და საქართ...

 

comments powered by Disqus