საქართველოს რძის პროდუქტების ბალანსი 2017-2018

გთავაზობთ განახლებულ რძის პროდუქტების ბალანსს 2017 წლისათვის და ჩვენს მოლოდინებს 2018 წლის ბალანსზე:

იმის გათვალისწინებით რომ საქსტატმა გამოაქვეყნა რძის წარმოების საბოლოო შედეგები, GeorgianDairy-მ განაახლა საქართველოს 2017 წლის რძის პროდუქტების ბალანსი. საქსტატის მიხედვით, 2017 წელს, რძის წარმოებამ 528 მლნ. კილოგრამი შეადგინა, ჩვენი ძველი პროგნოზი 516-ს უდრიდა თუმცა, საერთო ჯამში ბალანსის განახლებით საკვანძო მაჩვენებლები არ შეცვლილა:

  • განახლებულ ბალანსში რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე კვლავ 175 კილოგრამს შეადგენს წელიწადში
  • ასევე უცვლელია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც და ის 78%-ზე რჩება

2017 წლის ბალანსი საქსტატმაც გამოაქვეყნა. მასში არაა მოცემული მოხმარება ერთ სულზე, მაგრამ საქსტატის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ჩვენსაზე მაღალია და ის 82%-ს უდრის. საქმე იმაშია რომ საქსტატის ბალანსში რძის პროდუქტების იმპორტი მცირდება (2016 წელთან შედარებით), ხოლო ჩვენს ბალანსში იმპორტი იზრდება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, ძნელი სავარაუდოა რომ რძის პროდუქტების იმპორტი საქართველოში შემცირებულიყო; საერთო ჯამში,   Georgiandairy-ს 2017 წლის ბალანსში იმპორტი საქსტატისას დაახლოებით 29 ათასი ტონით აღემატება. აღნიშნულ სხვაობაზე უნდა ითქვას რომ მისი მცირე ნაწილი სავარაუდოდ სხვადასხვა კოეფიციენტის[1] გამოყენებით აიხსნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ რომ 2017 წელს იმპორტი არ შემცირებულა.

ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ გასული წლების ბალანსები და ჩვენი მოლოდინები 2018 წელზე:


 

ჩვენი მოლოდინით იმპორტის ზრდისა და ადგილობრივი წარმოების შემცირების ტენდენცია 2018 წელსაც გაგრძელდება, თუმცა ვვარაუდობთ რომ ეს უფრო დაბალი ტემპებით მოხდება ვიდრე წინა წლებში. აღნიშნული თვითუზრუნველყოფის მცირედ შემცირებამდე მიგვიყვანს, მაგრამ ველოდებით რომ მოხმარება ერთ სულზე დადებითისკენ შეიცვლება. მოხმარების სწრაფი ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებად გვევლინება:

  • რძისა და რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების სწრაფი ზრდა ბოლო წლებში
  • ნედლი რძის ხარისხი ქვეყანაში უმეტესად დაბალ დონეზე რჩება, მოსახლეობის ინფორმატიულობა ჯანმრთელობასა და ჯანსაღ კვებაზე კი თანდათანობით მატულობს
  • ფართოდ გავრცელებული ნეგატიური დამოკიდებულება რძის ფხვნილისადმი, რომელიც აქტიურად გამოიყენება რძის პროდუქტების წარმოებაში

ასევე აღსანიშნავია რომ სავაჭრო სტატისტიკის მიხედვით, იზრდება ისეთი პროდუქტების იმპორტის რაოდენობა რომელიც შესაძლოა აღმოჩდნენ რძისა და რძის პროდუქტების ჩამანაცვლებლები. ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია, თუმცა სავსებით შესაძლებელია რომ ზოგიერთი მომხმარებელი შემცვლელი პროდუქტების მოხმარებისაკენ იხრებოდეს.


[1] რომელიც გამოიყენება რძის პროდუქტის რძის ექვივალენტში გადაყვანისთვის

მასალის გამოყენების პირობები

56

 

მსგავსი

 

საგარეო ვაჭრობა - კარაქი - 2018 წლის ივნისი

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 18-07-18

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში ექსტენსიური ფერ...

საგარეო ვაჭრობა - რძის ფხვნილი - 2018 წლის ივნისი

 

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 741 ათასი კილოგრამი რძის ფხვნილი შემოვიდა, რ...

 

comments powered by Disqus