საქართველოს რძის სექტორის მეხუთე კონგრესი

 

 

 

 

 

საქართველოს რძის სექტორის წლის მოვლენა, "საქართველოს რძის სექტორის მეხუთე კონგრესი" გაიმართება 2020 წლის 10-11 მარტს, თბილისში.

 

კონგრესს დაესწრება 200-ზე მეტი მონაწილე როგორც საქართველოდან, ასევე კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეთა შორის იქნებიან ფერმერები, დარგის სპეციალისტები, სახელმწიფო, საერთაშორისო და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონგრესზე შევაჯამებთ საქართველოს მერძევეობის სექტორის გასული წლის შედეგებს და ვიმსჯელებთ დარგის განვითარების გზებზე მომავალში. გარდა ამისა, კონგრესის მონაწილეები მიიღებენ უახლეს ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფერმის მართვის შესახებ მსოფლიო წამყვანი პრაქტიკოსი -სპეციალისტებისაგან

კონგრესის მეორე დღეს, 11 მარტს, ვეწვევით საქართველოს მერძევეობის ასოციაციის წევრ ფერმას - "თეთრი ფერმა", კახეთის რეგიონში. თეთრი ფერმა არის ქართულ-ჰოლანდიური ერთობლივი საწარმო, რომელიც გაიხსნა 2019 წელს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. ფერმაში მოწვეული სპეციალისტი ჩაატარებს მასტერკლასს ვეტერინარიაში, ფერმერების მიერ შერჩეულ საკითხებზე.

ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.


კონგრესის პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1bm13YfZIB645Q-9yOIJuNgfRXSOauDyU/view?usp=sharing
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/p5a9EBtnEos6vkMz7

 

comments powered by Disqus