საქართველოს საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით – 2020-VII

 

ივლისში იმპორტირებული რძის პროდუქტის რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით შემცირდა. იმპროტის მასშტაბები ზედიზედ 3 თვეა იკლებს, თუმცა პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია. ფხვნილის წილი იმპორტში იკლებს, მას სხვა მზა პროდუქცია ანაცვლებს. ყველის ექსპორტი იმედისმომცემია - წელს ის უპრეცენდენტოდ მაღალია - თუმცა მასშტაბები იმპორტთან შედარებით კვლავ ბევრად პატარაა.

ივლისში რძის პროდუქტების იმპორტმა 10 მილიონი ტონა შეადგინა. რაც:

  • შარშანდელს 29%-ით ჩამორჩება
  • წინა 3 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებელს კი - 56%-ით

წელს (შვიდი თვის ჯამში) რძის პროდუქტების იმპორტის რაოდენობა ნედლი რძის ექვივალენტში 94.3 მლნ ლიტრს უტოლდება. აქვე აღსანიშნავია რომ იმპორტში ირანის წილი 5%-ს არ აღემატება.

 2020 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის რაოდენობა:

  • 14%-ით უფრო მაღალია ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში
  • და 16%-ით აღემატება წინა 3 წლის ანალოგიური მაჩვენებლის საშუალოს

იგივე პერიოდში, მოხდილი მშრალი რძის (უცხიმო ფხვნილის) იმპორტი 46.9 მლნ ლიტრია. რაც:

  • გასული წლის შვიდი თვის ჯამს 8%-ით ჩამორჩება
  • წინა 3 წლის საშუალოს კი - 14%-ით

ივლისში რძის პროდუქტების იმპორტის საშუალო ღირებულება:

  • ლარებში შარშანდელის ანალოგიურია
    • თუმცა წინა 3 წლის საშუალოს 22%-ით აღემატება
  • დოლარებში 3%-ით უფრო მაღალია ვიდრე ერთი წლით ადრე
    • თუმცა წინა 3 წლის საშუალოზე 8%-ით დაბალია

ყველის ექსპორტი:

  • ივლისში რეკორდულად მაღალი გახლდათ
    • მან ნედლი რძის ექვივალენტში 131 ათასი ლიტრი შეადგინა
    • რაც თვიურ საშუალო ექსპორტს (2014-2020 წწ) 13-ჯერ აღემატება
  • წელს ნედლი რძის ექვივალენტში ჯამში 235 ათას ლიტრია
    • რაც შარშანდელს 16%-ით აღემატება
    • და რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
  • ძირითადად აშშ-ში განხორციელდა

 


მონაცემთა წყაროები: 

  • საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
  • საშუალოთვიური გაცვლითი კურსი - საქართველოს ეროვნული ბანკი
  • ნედლი რძის ექვივალენტი მნიშვნელობები - GeorgianDairy
205

 

მსგავსი

 

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი – 2020 VIII

 

ქართული ინტენსიური მერძეული მეურნეობების მომგებიანობის ინდიკატორი კვლავ გაუარესე...

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი – 2020 VIII

 

აგვისტოსთვის, სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებია...

რძის პროდუქტების იმპორტი - 2020-08

 

2020 წლის აგვისტოში რძის პროდუქტების იმპორტმა ნედლი რძის ექვივალენტში 12 მილიონი...