საქართველოში კოოპერატივის წევრების დასატრენინგებლად იაპონელი სპეციალისტები ჩამოვლენ

 

მიმდინარე წლის ზაფხულში იაპონელი ექსპერტები  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  საჭიროებებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილ ტრენინგკურსს კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების წარმომადგენლები გაივლიან.

იაპონელელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელ  იუკიჰო ეჯირის შეხვედრის დროს გადაწყდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს    ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ დეტალები განიხილეს. პროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისათვის კოოპერაციის შესახებ იაპონური გამოცდილების გაზიარება. 

168

 

მსგავსი

 

ტრენინგი მერძევე მესაქონლეებისთვის საქართველოში

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17-19 ივნისს თბილისში, სა...

comments powered by Disqus