საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო - 2019“ გაიმართება

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, პირველად საქართველოში, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, იპოდრომზე მოსაქონლეობის ექსპო გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სანაშენე საქმიანობის ასოციაცია და საქართველო მერძევეობის ასოციაცია.  

ექსპოს მიზანია, საქართველოში რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ  უცხოური, მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია და მესაქონლეობის სექტორის განვითარება. 

„მესაქონლეობის ექსპო 2019“ ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები უფრო კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები გახდნენ.

ექსპო ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი მოიცავს მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრს, რომელზეც ქართველი და  ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტები გამოავლენენ გამარჯვებულ მსხვილფეხა საქონელსმეორე ნაწილი მოიცავს ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციას.

ღონისძიებას დაესწრებიან  მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მწარმოებლები, გადამამუშვებლები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოო მასალებისა და საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მომწოდებლები, დარგობრივი ასოციაციები, მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, ოქროს სპონსორინუტრიმაქსი“ - ცხოველთა კვების თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია, ვერცხლის სპონსორისანო“ - ცხოველთა თანამედროვე კვების გლობალური მწარმოებელი. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტიინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი და საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის მესაქონლეობისთვის საჭირო ტექნიკას და მასალებს, რომლებიც გამოფენილი იქნება ოცდათხუთმეტ დახლზე და საინფორმაციო სტენდზე.

 ამასთან, „მესაქონლეობის ექსპო“  კარგი შესაძლებლობა იქნება  დარგში დასაქმებული ფერმერებისთვის, ბიზნესმენებისთის, დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექტსპერტებისთვის ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.  

ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობა და   რძისა და ხორცის სექტორებში არსებულ თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლადრამაც ხელი უნდა შეუწყოს განავითარონ საკუთარი საქმიანობა და გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ხარისხი და კონკურენტუნარიანობა.

ამასთან, ღონისძიების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართება სემინარები ფერმერებისთვისრომელსაც მოწვეული უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენასევე გაიმართება პანელური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროასევე დონორი ორგანიზაციები, რომლებიც გააცნობენ ფერმერებს მათი საქმიანობის სფეროში დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათი საქმიანობების მხარდაჭერ პროგრამებს და დაფინანსების შესაძლებლობებს.  

73

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...

 

comments powered by Disqus