სახელმწიფო დახმარების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შედეგები

 

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვას წარმოადგენს.

2019 წლის აპრილის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 466 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,11 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 597,9 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 17 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხორციელდება 3 სახელმწიფო სააგენტოს მიერ. ესენია: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ინდუსტრიული მიმართულების შედეგები:

„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების ერთ-ერთი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.

2019 წლის აპრილის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ, ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 294 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 666,5 მლნ ლარს აღემატება. სულ 11 600-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტის შედეგები:

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. აღნიშნული პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.
მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოვონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევით მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
2015-2018 წლის
მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, მხარდაჭერილია 6 212  პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 61 მლნ ლარზე მეტს, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 46.9 მლნ ლარი, სადაც  ჯამში 9,384  ბენეფიციარია დაფინანსებული.

 

201

 

მსგავსი

 

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მენეჯერების მოსამზადებელი კურსი შექმნა

 

USAID -ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში, ს...

ევროკავშირმა მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტები დაიწყო

 

ევროკავშირი სვანეთში სოფლის მეურნეობის განვითარების...

სახელმწიფოსგან დმანისში მეცხოველეობის 4 კოოპერატივს სასოფლო ტექნიკა და საძოვრები გადაეცა

 

დმანისში არსებულ სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებს „მოურავი“ &bd...

 

comments powered by Disqus