სახელმწიფოსგან დმანისში მეცხოველეობის 4 კოოპერატივს სასოფლო ტექნიკა და საძოვრები გადაეცა

 

დმანისში არსებულ სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე  მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი  900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე   სათიბ-საძოვარი  25 წლიანი იჯარის უფლებით მისცეს.

კოოპერატივების   მეპაიეებს დმანისის მუნიციპალიტეტში ტექნიკა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გადასცეს.  

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა  90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს  ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს  მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ამ დროისთვის სახელმწიფო პროგრამაში ოცდაცხრამეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. 

83

 

მსგავსი