საქსტატის ინფორმაცია 2018 წელს სამაცივრე მეურნეობების ფუნქციონირების შესახებ

 

2018 წელს საქართველოში 101 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (45.5 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქვემო ქართლის (11.9 პროცენტი), ქ. თბილისში (10.9 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (9.9 პროცენტი), კახეთის (8.9 პროცენტი), იმერეთის (6.9 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (3.0 პროცენტი), გურიის (2.0 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (1 პროცენტი) რეგიონში.

2018 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 244.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 51.9 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 26.9 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 8.7 პროცენტი - თევზეული, 7.5 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 3,4 პროცენტი რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 1.6 პროცენტი უკავია.

2018 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 654 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 372 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 907 კაცით განისაზღვრა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის განმავლობაში შესყიდულია 13.7 ათასი ტონა პროდუქცია. მომსახურების საფასურმა 16.0 მლნ. ლარი შეადგინა. 2018 წლის განმავლობაში განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 119.4 მლნ. ლარის ღირებულების (29.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (52.4 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 87.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (51.1 პროცენტი), თევზეული (23.1 პროცენტი) და ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (15.5 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 8.1 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 55.3 პროცენტს, თებერვალში - 59.3 პროცენტს, მარტში - 59.2 პროცენტს, აპრილში - 57.2 პროცენტს, მაისში - 55.9 პროცენტს, ივნისში - 52.9 პროცენტს, ივლისში - 52.5 პროცენტს, აგვისტოში - 53.0 პროცენტს, სექტემბერში - 51.1 პროცენტს, ოქტომბერში - 59.1 პროცენტს, ნოემბერში - 59.1 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 56.8 პროცენტს.

სამაცივრე მეურნეობების 52.3 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 46.2 პროცენტი - სრულად, ხოლო 1.5 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 65.8 პროცენტი. აქედან, 29.8 პროცენტს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 59.6 პროცენტს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 10.6 პროცენტს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

სამაცივრე მეურნეობების მფლობელების 17.7 პროცენტი თვლის, რომ კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას  ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა ახდენს. 12.1 პროცენტის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენა შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობას აქვს. დანარჩენების აზრი აღნიშნულ თემაზე ასე გადანაწილდა: კომუნალური გადასახადების სიდიდე (11.4 პროცენტი), სუსტი კავშირი მწარმოებლებთან 10.6 (პროცენტი), სახელმწიფო გადასახადების სიდიდე (10.0 პროცენტი), თანამშრომელთა კვალიფიკაცია (8.5 პროცენტი), მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა (5.8 პროცენტი).

106

 

მსგავსი

 

საქსტატის მონაცემებით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კლების ტენდენციაა

 

2019 წლის II კვარტალის ბოლოსათვის საქსტატის წინასწარი მონაცემებით,  მსხვილფ...

მეცხოველეობის სატატისტიკა საქსტატის 2016-2020 წლების სტარატეგიულ გეგმაში

 

პირუტყვის სულადობის, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების (საშუალო მაჩვენებლების ჩ...

2019 წლის I კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რძის წარმოება გაიზარდა

 

საქრთველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის I კვ...

 

comments powered by Disqus