საქსტატის მონაცემებით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კლების ტენდენციაა

 

2019 წლის II კვარტალის ბოლოსათვის საქსტატის წინასწარი მონაცემებით,  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით შემცირდა და 965.3 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.8 პროცენტით ჩამორჩება.

წინა წლის იგივე საანგარიშო პერიოდთან შედარებით მსხვილფეხა რქოსნების გარდა შემცირებულია სხვა ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობაც. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.9 პროცენტით შემცირდა და ერთი მილიონი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ 194.7 ათასი სული შეადგინა, რაც 13.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 4.6 პროცენტით შემცირდა და 10.4 მლნ. ფრთა შეადგინა.

იმის მიუხედავად რომ სულადობა მცირდება, წარმოებული ხორცის რაოდენობა თითქმის 5 პროცენტამდე გაიზარდა. ხორცის წარმოებამ 15.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის შემცირების პარალელურად, იმპორტირებული პირუტყვის რაოდენობის ზრდის დინამიკა შეიმჩნევა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 3 ათასით მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია შემოყვანილი.

39

 

მსგავსი

 

საქსტატის ინფორმაცია 2018 წელს სამაცივრე მეურნეობების ფუნქციონირების შესახებ

 

2018 წელს საქართველოში 101 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უ...

მიწათსარგებლობის პრობლემის  გამო აკაკი ქავთარაძემ ფერმაში ძროხების სულადობა მინიმუმამდე დაიყვანა

 

აკაკი ქავთარაძემ სოფელ ნორიოში მეცხოველოების ფერმა ჯერ კიდევ 2000 წელს შექმნა. მ...

ფერმერმა აბულაძემ ჰოლშტეინების სულადობა მიწების რეგისტრაციის პრობლემის გამო შეამცირა

 

გელა აბულაძე წალენჯიხელი ფერმერია, რომელმაც ორმოცდაათ სულიანი ჰოლშტეინის ჯიშით დ...

 

comments powered by Disqus