საკვების დამზადების ოპტიმალური ვადები

გათიბვის ოპტიმალური ფაზა განისაზღვრება მცენარის შიდა ბიოლოგიური პროცესებით და არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რისთვის არის განკუთვნილი აღებული უხეში საკვები. თივისთვის, სენაჟისთვის, სილოსისთვის ან სხვა ტიპის საკვებისთვის მცენარის განვითარების და შესაბამისად აღების ოპტიმალური ფაზა ერთიდაიგივეა.

სხვადასხვა მარცვლოვანი ბალახები ოპტიმალურ ფაზაში სხვადასხვა დროს შედიან. უკრაინაში, როგორც წესი, საშემოდგომო ჭვავი ოპტიმალურ ფაზაში შედის აპრილის ბოლოს. ეს საშუალებას იძლევა მივიღოთ ორი მოსავალი წელიწადში. ჭვავის სასილოსედ აღების შემდეგ შესაძლებელია იმავე მინდორზე დავთესოთ სასილოსე სიმინდი, მზესუმზირა ან სოიო. ტრიტიკალეს დამზადება ხდება აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში. ამ კულტურით მეორე მოსავალის მიღება უფრო სარისკოა.

იონჯის პირველი გათიბვა მაისის დასაწყისში ხდება. ხშირად მეურნეობები აწყობენ „საკვების კონვეიერს“: სამი დღით ადრე თიბავენ ჭვავს, შემდეგ სამ დღეს ტრიტიკალეს და ბოლოს ხუთ დღეს იონჯას.

ტრიტიკალეს განვითარების გვიან ფაზას გააჩნია დადებითი მხარეც. მინდვრის იონჯის ქვეშ გამოყენების მე-4, მე-5 წელს ბალახდგარი გამეჩხრებული ხდება და წარმოიშვება იონჯის გადახვნის საკითხი. მეურნეობებს შეუძლიათ შემოდგომაზე იონჯაში შეთესონ ტრიტიკალე. გაზაფხულზე ეს კულტურები ოპტიმალური ფაზაში თითქმის ერთდროულად შედიან და შესაძლებელია ავიღოთ იონჯა-ტრიტიკალეს ნარევის სრულფასოვანი განათიბი ხშირი ბალახდგარით.

ხშირად აპრილ-მაისში არახელსაყრელი მინდებია გამოშრობისთვის - დაბალი ტემპერატურებია, ღრუბლიანობაა, ხშირი წვიმები. ამიტომ, როგორც წესი, პირველ განათიბს იღებენ სასილოსედ, ხოლო თივა მზადდება მეორე და მესამე განათიბიდან. უკრაინაში ეს ივნისის პირველი ნახევარში და ივლისის პირველ ნახევარში ხდება.

ვინაიდან საშემოდგომო მარცვლოვნებს მხოლოდ ერთხელ ვთიბავთ, ამიტომ მისგან თივა იშვიათად მზადდება.

მრავალწლიანი მინდვრები და იონჯის მრავალწლიანი ნათესები მეორე და მესამე გათიბვისთვის ოპტიმალურ ფაზაში სხვადასხვა დროს შედის. ნაწილობრივ ამის მართვა შესაძლებელია სასუქით კვების და პირველი გათიბვის დროის მიხედვით.

ჩემს მიერ მოყვანილი თარიღები საორიენტაციოა და ძლიერ არის დამოკიდებული ამინდზე. მაგალითად 2020 წლის გაზაფხულზე უკრაინაში ცუდი ამინდების იყო, ღამით ყინვებით, რის გამოც გათიბვის დრომ თითქმის ერთი თვით გადაიწია.

არსებობს ასეთი კანნზომიერება, როგორც წესი, ადვილად დასამზადებელ უხეშ საკვებს დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნია. აკოკრების (ბუტონიზაციის) ფაზაში მოთიბული იონჯისგან დამზადებულ სილოსს გააჩნია პროტეინის მაღალი (20-22%) და შაქრების დაბალი შემცველობა. ასეთი იონჯიდან შესაძლებელია დიდი მონაწველი მივიღოთ. თუმცა, პროტეინი ხელს უშლის კონსერვირება-დასილოსებას, რადგან წინააღმდეგობას უწევს საკვების დასსილოსებლად საჭირო რძის მჟავას წარმოქმნას.

რძის მჟავას რძემჟავა ბაქტერიები წარმოქმნიან და ამისთვის მათ სჭირდებათ შაქრები, რომლებიც იონჯაში აკოკრების ფაზაში ცოტაა. და პირიქით, იონჯას ყვავილობის ფაზაში გააჩნია პროტეინის დაბალი შემცველობა (12-14%) და შაქრის მაღალი დონე. რძემჟავა ბაქტერიები მოიხმარენ ამ შაქარს და წარმოქმნიან რძის მჟავას, რომელიც ახდენს იონჯის სილოსის კონსერვირებას, ხოლო პროტეინის დაბალი დონე  ვეღარ უშლის ძლიერად ხელს სილოსში рН-ის შემცირებას. თუმცა პროტეინის ასეთი დაბალი შემცველობის მქონე საკვებით დიდ მონაწველს ვერ მიიღებთ.

ამდაგვარად, მეურნეობამ უნდა შეაფასოს საკუთარი რეალური შესაძლებლობები და დაისახოს რეალისტური მიზნები.

თუ მეურნეობაში უხეში საკვების დამზადებისა და შენახვის ტექნოლოგია კარგად დალაგებულია, ხოლო მიზნად ვისახავთ მაღალ წველადობას, მაშინ გამართლებულია იონჯა დავამზადოთ აკოკრების პირველ ნახევარში.

ხოლო თუ საშუალო წველადობის დონე გვაქვს და ტექნოლოგია სასურველია უკეთესი იყოს, მაშინ ჯობია ვიფიქროთ გათიბვაზე ყვავილობის დასაწყისში. ასეთი საკვებიდან დამზადებული სილოსი არ მოგვცემს დიდ მონაწველს, მაგრამ სამაგიეროდ გაფუჭების რისკი დაბალია.

ყველაზე უარესია ისეთი სიტუაცია, როდესაც ჩვენი მიზნები და რეალური შესაძლებლობები ძალიან შორს დგანან ერთმანეთისგან. პროტეინის მაღალი შემცველობის მქონე იონჯის სილოსი  (აკოკრების ფაზაში გათიბული), დამზადების არასათანადო ტექნოლოგიების პირობებში, უბრალოდ დალპება.

 

496

 

მსგავსი

 

სოიოს შროტის ფასების საერთაშორისო კლება და მისი შესაძლო ეფექტი ქართულ ინტენსიურ ფერმებზე

 

დიდი ალბათობით პირუტყვის საკვები რაციონი მომდევნო თვეებში გაიაფებას დაიწყებს. სო...

ნედლი რძის ფასები საქართველოში – 2021-04-07

 

ნედლი რძის ფასები მაღალ დონეზე რჩებიან. სხვაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან...

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 2021 III

 

ქართველი მომხმარებლისთვის რძის პროდუქცია რეკორდულად გაძვირდა. რძის პროდუქტი კვლა...

 

comments powered by Disqus