სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის აგვისტო

 

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათა სეზონურად გაძვირდა. წლიდან წლამდე კალათის ღირებულება, ინფლაციის მსგავსად, 5%-ით გაიზარდა: ქართველ მომხმარებელს რომელსაც შემოსავალი ანალოგიურად გაეზარდა, შეეძლო იგივე რაოდენობის რძის პროდუქტი ეყიდა რაც ერთი წლით ადრე.

მონაცემთა წყარო: საქსტატი; ინდექსი შემუშავებულია GeorgianDairy-ის მიერ

რძის პროდუქტების სტანდარტული ნაკრები რომელიც 2017 წლის იანვარში 100 ლარი ღირდა, 2018 წლის აგვისტოში 104 ლარად იყიდებოდა, 2019 წლის აგვისტოში კი - 109 ლარად.

წლიდან წლამდე, ნომინალურ ჭრილში გაძვირებულია ყველა რძის პროდუქტი. მნიშვნელოვნად, 5-9%-ით, არის გაძვირებული კალათაში შემავალი 10-დან 7 პროდუქტი. მსგავსი მაღალი წლიური გაძვირება შეგვიძლია წლევანდელ გვალვებსა და ფხვნილის გაძვირებასთან დავაკავშიროთ: ნაადრევად დაიწყო წარმოების სეზონური შემცირება, შესაბამისად პროდუქტი სწრაფად გაძვირდა.

აღსანიშნავია რომ 2017 წელთან შედარებით, რძის პროდუქტების ნაკრების გაძვირებაში უდიდესი წვლილი კარაქზე მოდის. რომ არა კარაქზე ფასების ზრდა, წლევანდელ აგვისტოში ინდექსი 4 ლარით უფრო დაბალ ნიშნულზე იქნებოდა. თავის დროზე კარაქის ფასი საერთაშორისო დონეზე გაძვირდა, რაც საქართველოზეც აისახა. კარაქზე მაღალი ფასები წელსაც შენარჩუნებულია.

მონაცემთა წყარო: საქსტატი; ინდექსი შემუშავებულია GeorgianDairy-ის მიერ

რძის პროდუქტების კალათის ღირებულება, ინფლაციის გამოქვითვით, შარშანდელი აგვისტოს ანალოგიური გახლდათ. მართალია წინა თვეებში ის გასულ წელს ჩამორჩებოდა, თუმცა სამომავლოდ ველით რომ ის გაიზრდება.

ამ ზრდის მამოძრავებლები ყველი, ხაჭო, ქარხნული რძე და კარაქი (და სპრედი) იქნებიან. ამ პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია, მიწოდება კი სხვადასხვა მიზეზის გამო ფერხდება:

  • ადგილობრივი ნედლი რძის წარმოებაზე გვალვებმა მოახდინეს ნეგატიური გავლენა
  • ფხვნილი გლობალურად გაძვირდა, რაც ფხვნილის ნაწარმს აძვირებს
  • ლარის კურსის გაუარესების გამო იმპორტირებული პროდუქცია წლიდან-წლამდე გაძვირდება

 

სამომხმარებლო ფასების ნომინალური და რეალური ცვლილებები კონკრეტული რძის პროდუქტებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში:


მეთოდოლოგია

GDPI – Georgian Dairy Price Index

ინდექსის გასაანგარიშებლად დაითვლება რძის პროდუქტების კალათის ღირებულება.

კალათის საწყის ღირებულებად სიმარტივისთვის 2017 წლის პირველი თვისთვის აღებულია 100 ლარი, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

პროდუქტი

რძე, "გლეხის"

ქარხნული რძე

შესქ. რძე და რძის შემცველი პროდ.

მაწონი

იოგურტი

ნაყინი

ლარი

3*

8

2

10

2

14

პროდუქტი

მოუხდელი ყველი, იმერული

სულგუნი ყველი

ხაჭო

არაჟანი

კარაქი და სპრედი

 

ლარი

9

10

9

13

23

 

*2019 წლიდან საქსტატი აღარ აქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის სამომხმარებლო ფასების ინდექსს

შემდგომ პერიოდებში კალათის ღირებულების ცვლილება ხდება სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით;

მაგ. დავუშვათ თუ საქსტატის ინდექსები გვეუბნება რომ 2017 წლის II თვეში I-თან შედარებით, ქარხნული რძე 100%-ით გაძვირდა და სხვა რძის პროდუქტზე ფასი არ შეცვლილა, მაშინ GDPI კალათის ღირებულება 2017 წლის II თვეში 108 ლარს გაუტოლდება.

შესაბამისად, GDPI გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა რძის პროდუქტების იმ კალათის ღირებულება, რომელიც 2017 წლის იანვარში 100 ლარი ღირდა

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათის შედგენა (შეფასება თუ როგორ იხარჯება რძის პროდუქტზე დახარჯული თანხები) მოხდა საქართველოს იმპორტ-ექსპორტისა და ადგილობრივი წარმოების მონაცემების ანალიზის შედეგად

რეალური ღირებულების მისაღებად, ვიყენებთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციას, ბაზით 2017-I

მონაცემთა წყაროები

სამომხმარებლო ფასების ინდექსებისაქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia, “სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები წინა თვესთან შედარებით“

ინფლაცია საქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia, „სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით“

GDPI ინდექსს ითვლის GeorgianDairy.org

39

 

მსგავსი

 

აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის აგვისტო

 

გასულ თვეში აღდგენილსა და ქართულ (შინამეურნეობებსა და ექსტენსიურ ფერმებში ნაწარმ...

ინტენსიური ფერმის ინდექსები - 2019 წლის აგვისტო

 

წინა წლების პოზიტიური დინამიკა წელსაც გრძელდება. წლიურ ზრდასთან ერთად, კვლავ შეი...

სულგუნის ინდექსი - 2019 წლის აგვისტო

 

გასულ 6 თვეში პირველად, სულგუნის ინდექსმა, რომელიც რძის გადამამუშავებელთა მომგებ...