სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის მარტი

 

თებერვალთან შედარებით, მარტში რძის პროდუქტი მცირედით გაძვირდა. რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათის წლიური ზრდა წელსაც დაფიქსირდა, თუმცა ეს მხოლოდ მის ნომინალურ გამოხატულებაში ხდება. თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ და კალათის რეალურ ღირებულებას დავითვლით, ვნახავთ რომ 2019 წელს რძის პროდუქტი უფრო იაფი ღირს ვიდრე ის 2018 წელს ღირდა.

GDPI ინდექსის მიხედვით, რძის პროდუქტების ნაკრები რომელიც 2017 წლის იანვარში ქართველ მომხმარებელს 100 ლარი უჯდებოდა, 2018 წლის მარტში საშუალოდ 106 ლარი ღირდა, 2019 წლის მარტში კი - 108. კალათის წინა თვესთან ზრდამ კი დაახლოებით 0.30 ლარი (+0.26%) შეადგინა.

საინტერესოა რომ ნომინალური წლიური ზრდის მიუხედავად, რეალურ გამოხატულებაში რძის რძის პროდუქტი ზედიზედ 4 თვეა იაფდება.

რძის პროდუქტების კალათის რეალური ღირებულება 2018 წლის ნოემბრის შემდეგ იაფდება. 2019 წლის მარტში რძის პროდუქტი საშუალოდ 1.50%-ით უფრო იაფი ღირს (რეალურ გამოხატულებაში) ვიდრე 1 წლით ადრე და 0.70%-ით იაფი ვიდრე 1 თვით ადრე.

 

მოლოდინები

ველოდებით რომ თვიდან-თვემდე რეალური კლების ტენდენცია მომდევნო 3 თვის განმავლობაშიც გაგრძელდება. ეს კლება ნედლი რძის სეზონური წარმოების ზრდით იქნება განპირობებული. გაიაფების ხელშემშლელი ფაქტორი შესაძლოა საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირებული ძრის ფხვნილი გახდეს, თუმცა ეს ნაკლებადსავარაუდოა: საქართველოში ფხვნილის იმპორტი შემცირებულია, ნედლი რძის წარმოება კი გაზრდილი.

რაც შეეხება წლიდან-წლამდე დინამიკას, კალათის რეალური ღირებულება შარშანდელზე დაბალ დონეზე დარჩება, მინიმუმ მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

სამომხმარებლო ფასების რეალური კლება ნედლი რძის მწარმოებლებზეც იმოქმედებს. ამ სეზონზე ფერმერებს ნედლი რძის მაღალ ფასად გაყიდვა გაუჭირდებათ, რადგან საბოლოო პროდუქტი იაფდება. პარალელურად, უფრო მეტად გაიზრდება ხარისხიანი ნედლი რძისა და მისი სტაბილური მიწოდების როლი: როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რძის ფხვნილი ძვირდება, რაც დამატებით ზრდის არა-სეზონზე წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობას.


მეთოდოლოგია

GDPI – Georgian Dairy Price Index

ინდექსის გასაანგარიშებლად დაითვლება რძის პროდუქტების კალათის ღირებულება.

კალათის საწყის ღირებულებად სიმარტივისთვის 2017 წლის პირველი თვისთვის აღებულია 100 ლარი, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

პროდუქტი

რძე, "გლეხის"

ქარხნული რძე

შესქ. რძე და რძის შემცველი პროდ.

მაწონი

იოგურტი

ნაყინი

ლარი

3*

8

2

10

2

14

პროდუქტი

მოუხდელი ყველი, იმერული

სულგუნი ყველი

ხაჭო

არაჟანი

კარაქი და სპრედი

 

ლარი

9

10

9

13

23

 

*2019 წლიდან საქსტატი აღარ აქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის სამომხმარებლო ფასების ინდექსს

შემდგომ პერიოდებში კალათის ღირებულების ცვლილება ხდება სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით;

მაგ. დავუშვათ თუ საქსტატის ინდექსები გვეუბნება რომ 2017 წლის II თვეში I-თან შედარებით, ქარხნული რძე 100%-ით გაძვირდა და სხვა რძის პროდუქტზე ფასი არ შეცვლილა, მაშინ GDPI კალათის ღირებულება 2017 წლის II თვეში 108 ლარს გაუტოლდება.

შესაბამისად, GDPI გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა რძის პროდუქტების კალათის ღირებულება დროში

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათის შედგენა (შეფასება თუ როგორ იხარჯება რძის პროდუქტზე დახარჯული თანხები) მოხდა საქართველოს იმპორტ-ექსპორტისა და ადგილობრივი წარმოების მონაცემების ანალიზის შედეგად

რეალური ღირებულების მისაღებად, ვიყენებთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციას, ბაზით 2017-I

მონაცემთა წყაროები

სამომხმარებლო ფასების ინდექსები - აღებულია საქსტატის ვებ-გვერდიდან http://www.geostat.ge/?action=page&p_id=127&lang=geo (დეტალური ინდექსები)

GDPI ინდექსს ითვლის GeorgianDairy.org

112

 

მსგავსი

 

5 მაღალპროდუქტიული ძროხით დაწყებული მერძევეობა და რეკორდული წველადობა

 

ზაზა ხაჭაპურიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ტკოცაში თანამედროვე ფერმის...

რძის პროდუქტების დღგ-სგან  გათავისუფლებას აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

 

15 აპრილს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატ...

ნედლი რძის დაცვა პოტენციური საფრთხეებისგან  - ინტერვიუ აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილთან

 

ბოლო დროს არის შემთხვევევბი, როდესაც მედიაში ქართული ნედლი რძის მძიმე მეტალებით...