სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2020 წლის მარტი

 

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც ტიპიური კალათის ღირებულების ცვლილებას ასახავს, რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. ფასების ნომინალური ზრდა მარტისთვის ყველაზე მაღალია, როგორც თვიდან თვემდე, ისე წლიდან წლამდე.

რძის პროდუქტების კალათა, რომელიც 2017 წლის დასაწყისში პირობიდათ 100 ლარი ღირდა, ქართველ მომხმარებელს, 2019 წლის მარტში 108, ხოლო 2020 წლის მარტში 120 ლარი უჯდებოდა – ეს ნიშნავს რომ მას, იგივე რაოდენობის თანხით, 10%-ით ნაკლები რძის პროდუქტის ყიდვა შეეძლო ვიდრე 1 წლით ადრე.

წელს, თებერვალი-მარტში ცვლილება ყველაზე მაღალია, ასევე უპრეცენდენტოა წლიური ცვლილებაც. ნომინალურ ჭრილში, ანუ დახლის ფასებით, ინდექსი თვიდან თვემდე (თებერვალი-მარტი) 2%-ით, ხოლო წლიდან წლამდე 11%-ით არის გაზრდილი. რეალურ ჭრილში, ინფლაციის გამოქვითვით, ცვლილება შესაბამისად, +1% და +5%-ია.

პროდუქტების მიხედვით ახალი და განსაკუთრებული ცვლილებები არ შეიმჩნევა. წლიდან წლამდე:

5-10%-ით გაძვირებული პროდუქტებია

  • ქარხნული რძე, კარაქი, მაწონი, იოგურტი, ნაყინი

10-15%-ით

  • ხაჭო, არაჟანი, შესქელებული რძე

ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებად კვლავ ყველები რჩებიან

  • სულგუნი (+17%), იმერული (+29%)

მიმდინარე კრიზისულ პერიოდში, რძის პროდუქტების ფასების გამყარებაზე დიდი გავლენა აქვს როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მხარეს:

მიწოდება

  • ვაჭრობა ღია ტიპის აგრარულ ბაზრებზე სადაც რძის პროდუქტი უხვად იყიდებოდა შემცირებულია, ან ბაზრები სრულიად დაკეტილია
    • გასათვალისწინებელია რომ საქართველოში ნაწარმოები ნედლი რძის მაქსიმუმ ნახევარი გადის ინდუსტრიულ გადამუშავებას
  • პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც ამ ბაზრებზე ხვდებოდა, სუპერმარკეტში სწრაფად ვერ მოხვდება - მაგალითად ავიღოთ უეტიკეტო იმერული ყველი
  • შესაბამისად, შემცირებულია როგორც მიწოდების არხების რაოდენობა, ისე მიწოდების მასშტაბებიც

მოთხოვნა

  • ლოგიკურია შიდა მოხმარების ზრდა - ანუ ის პროდუქტი რაც აგრარულ ბაზარზე უნდა გასულიყო მოიხმარება სახლში
  • დაიხურა რიგი კვების ობიექტებისა - რამაც პირველადი მწარმოებლებისთვის გაყიდვები უფრო გააძნელა
  • საბოლოო მომხმარებელში, აჟიოტაჟის ფონზე, გაზრდილია ზოგადად სურსათზე მოთხოვნა, მათ შორის რაღათქმაუნდა მოთხოვნა რძის რძის პროდუქტებზეც

ვიღებთ რომ სარეალიზაციო არხების შემცირებამ მიწოდება შეამცირა. კრიზისული სიტუაციის დროს კი მომხმარებელმა სურსათზე მოთხოვნა გაზარდა. ორივე ეფექტი დახლებზე დარჩენილი რძის პროდუქტების ფასების გამყარებისკენაა მიმართული.

მომდევნო 2 თვის განმავლობაში, GDPI ინდექსის მკვეთრი სეზონური ვარდნა შესაძლოა ვერ ვიხილოთ, რადგან ის პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად ხასიათდებიან სეზონურობით (სულგუნი და იმერული ყველები), ბევრად ნაკლებად იყვნენ ბაზარზე წარმოდგენილნი.

 


მეთოდოლოგია

GDPI – Georgian Dairy Price Index

ინდექსის გასაანგარიშებლად დაითვლება რძის პროდუქტების კალათის ღირებულება.

კალათის საწყის ღირებულებად სიმარტივისთვის 2017 წლის პირველი თვისთვის აღებულია 100 ლარი, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

პროდუქტი

ლარი

პროდუქტი

ლარი

რძე, "გლეხის"

3*

მოუხდელი ყველი, იმერული

9

ქარხნული რძე

8

სულგუნი ყველი

10

შესქ. რძე და რძის შემცველი პროდ.

2

ხაჭო

9

მაწონი

10

არაჟანი

13

იოგურტი

2

კარაქი და სპრედი

23

ნაყინი

14

 

 

*2019 წლიდან საქსტატი აღარ აქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის სამომხმარებლო ფასების ინდექსს

შემდგომ პერიოდებში კალათის ღირებულების ცვლილება ხდება სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით;

მაგ. დავუშვათ თუ საქსტატის ინდექსები გვეუბნება რომ 2017 წლის II თვეში I-თან შედარებით, ქარხნული რძე 100%-ით გაძვირდა და სხვა რძის პროდუქტზე ფასი არ შეცვლილა, მაშინ GDPI კალათის ღირებულება 2017 წლის II თვეში 108 ლარს გაუტოლდება.

შესაბამისად, ნომინალური GDPI გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა რძის პროდუქტების იმ კალათის ღირებულება, რომელიც 2017 წლის იანვარში 100 ლარი ღირდა

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათის შედგენა (შეფასება თუ როგორ იხარჯება რძის პროდუქტზე დახარჯული თანხები) მოხდა საქართველოს იმპორტ-ექსპორტისა და ადგილობრივი წარმოების მონაცემების ანალიზის შედეგად

რეალური ღირებულების მისაღებად, ვიყენებთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციას, ბაზით 2017-I

მონაცემთა წყაროები

სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები და ინფლაციასაქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia, “სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები წინა თვესთან შედარებით“;

GDPI ინდექსს ითვლის GeorgianDairy.org

289

 

მსგავსი