სამომხმარებლო ფასების ცვლილება - 2018 წლის ნოემბერი

 

რძის ნაწარმი ნოემბერშიც გაძვირდა. რძისა და რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების სეზონური ზრდა გრძელდება, თუმცა გაძვირების ტემპები შარშანდელზე დაბალია და ნოემბრის ფასები წინა წლის ფასებთან ყველაზე ახლოსაა.


მარტივი ინტერპრეტაციით, ინდექსი GDPI, სხვადასხვა პერიოდისთვის, გვიჩვენებს თუ რა ღირს რძის პროდუქტების ის კალათა, რომელიც 2017 წლის დასაწყისში 100 ლარი ღირდა; ასე რომ GDPI-ს შეგვიძლია შევხედოთ როგორც ინფლაციის მაჩვენებელს ოღნდ მხოლოდ რძის პროდუქტებისთვის.

მსგავსი დინამიკა კალათაში შემავალი თითოეული პროდუქტისთვის შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლოს.


GDPI გვიჩვენებს რომ, რძის პროდუქტების კალათა რომელიც ერთი თვით ადრე 103.9 ლარი ღირდა, მომხმარებელს ნოემბრის თვეში საშუალოდ 105 ლარი დაუჯდა. აღსანიშნავია რომ რძის პროდუქტების იგივე კალათა ერთი წლით ადრე  საშუალოდ 103.2 ლარი ღირდა. 

შესაბამისად, GDPI ინდექსის მიხედვით, ნოემბრის თვეში რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ყოველთვიურმა ცვლილებამ  +1.1%, ხოლო ყოველწლიურმა ცვლილებამ კი +1.8% შეადგინა. 

შემდეგი გრაფიკები გვიჩვენებენ თუ რა წვლილი შეიტანა კალათაში შემავალმა თითოეულმა პროდუქტმა აღნიშნულ ცვლილებებში:

თვიური ცვლილება: +1.1%

როგორც პირველი გრაფიკიდან ვხედავთ, ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში, ყველა პროდუქტი გაძვირდა. მომხმარებლის რძის პროდუქტების კალათაზე კი ყველაზე მეტად ხაჭოს, კარაქის, სულგუნისა და ქარხნული რძის გაძვირებამ იმოქმედა.

წლიური ცვლილება: +1.8%

მეორე გრაფიკი გვიჩვენებს რომ კალათის ღირებულების წლიურ ცვლილებაზე ყველაზე პოზიტიური გავლენა კარაქს ჰქონდა (+2 პროცენტული პუნქტი), ყველაზე ნეგატიური კი იმერულ ყველს (-0.74 პუნქტი). წლიდან წლამდე მხოლოდ 3 პროდუქტი გაიაფდა.

 

უფრო დეტალურად

რძის პროდუქტების კალათაში შემავალი პროდუქტებისთვის ფასთა ცვლილებას შეგიძლიათ მომდევნო გრაფიკებში გაეცნოთ.


პრინციპი აქაც იგივეა: თვალსაჩინოებისთვის ვიღებთ რძის პროდუქტის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც 2017 წლის I თვეში 100 ლარი ღირდა, შემდგომ კი ვაკვირდებით თუ როგორ შეიცვალა ეს ღირებულება პროდუქტზე ფასის ცვლილების გამო.



სტატიაში გამოყენებული მასალებისთვის

მონაცემთა წყარო(ები): სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები - საქსტატი

GDPI ინდექსი: GeorgianDairy-ს კალკულაცია

პროდუქტთა წვლილები ცვლილებაში: GeorgianDairy-ს კალკულაცია

რძის პროდუქტების ფასების დეტალური ინდექსები: GeorgianDairy-ს კალკულაცია

რძის პროდუქტების კალათაში პროდუქტების წილების გამოთვლა მოხდა იმპორტ-ექსპორტისა და ადგილობრივი წარმოების ანალიზის შედეგად.

 

 

39

 

მსგავსი

 

დუშეთში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელ...

რა არის ბლოკჩეინი და როგორ იყენებენ მას რძის პროდუქტების წარმოებაში?

ფინურმა კომპანია არლამ ბლოკჩეინ ტექნოლოგია რძის პროდუქტ...