საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები - 15-10-19

 

GeorgianDairy.org-ის მიერ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, კონკრეტული ბრენდირებული რძის პროდუქტების საშუალო საცალო ფასები ნომინალურად გაზრდილია წლიურ ჭრილში. მიმდინარე 5-6%-იანი ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო რეალური ფასები პრაქტიკულად მხოლოდ კარაქზეა გაზრდილი. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაფიქსირებული მაქსიმუმები, რაც შესაძლოა სამომავლო ფასების ზრდაზე მიგვანიშნებდეს.

  • სანტინო კვლავ რჩება ყველაზე ძვირ ადგილობრივ ბრენდად საშუალო ფასის მიხედვით
  • ქართულ ბრენდებს შორის 0.1-0.2 ლარიანი სხვაობაა ინტერვალში სადაც ფასების ძირითადი მასა ხვდება (50%, ინტერვალი 25-სა და 75 პროცენტილს შორის) ხვდება
  • მსგავსი სიმჭიდროვეა მინიმალურ ფასებში
  • უფრო დიდი სხვაობაა მაქსიმალურ ფასებში

წლიდან წლამდე:

  • საშუალო ფასი არ გაზრდილა მაწონსა და რძეზე რეალურ ჭრილში (ინფლაციის გამოქვითვით)
  • კარაქის რეალურმა გაძვირებამ კი 9-10% შეადგინა როგორც პრეზიდენტისთვის, ისე სანტინოსთვის
  • დიდი ვარიაციაა და ცალსახა ტრენდი არ არსებობს მინიმალური ფასების ცვლილებაში
  • თუმცა მაქსიმალური ფასები გაზრდილია ყველა პროდუქტზე
  • მაქსიმუმის რეალური ზრდა ხშირ შემთხვევაში 5-6%-ზე მაღალია

გარკვეულ მაღაზიებში ვხვდებით არნახულად მაღალ ფასებს - გაზრდილია დაფიქსირებული მაქსიმუმები. ეს ფაქტი საყურადღებოა რანდგან შესაძლოა რომ ის საშუალო ფასების სამომავლო ზრდის ნიშანი იყოს: თუ ერთი მაღაზია საშუალოზე ბევრად მაღალ ფასად ყიდის პროდუქტს, რატომ ვერ შეძლებს ამას მისი მეზობელი? 

106

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...