ანალიტიკა

 

ნედლი და აღდგენილი რძე - ნოემბერი

ნოემბერში იმპორტირებული ფხვნილის საშუალოთვიური ღირებულება შემცირდა, თუმცა აღდგენილი რძის ღირებულებამ ლარებში მაინც მოიმატა: საქართველოში შემოტანილი რძის ფხვნილის ფასი დოლარში 1.37%-ით შემცირდა, მაგრამ ამავდროულად დოლარი საშუალოდ 6.9%-ით გაძვირდა - საბოლოო ჯამში რძის აღდგენა უფრო ძვირი გახდა.

რძის ფხვნილის იმპორტი საქართველოში - ნოემბერი

ნოემბერში იმპორტირებული რძის ფხვნილის რაოდენობა ოქტომბერთან შედარებით თითქმის განახევრდა, თუმცა ეს მნიშვნელოვნად არ ცვლის ბაზარზე არსებულ საერთო სურათს: მართლდება ჩვენი პროგნოზი, რომ წელს რძის ფხვნილის იმპორტი მინიმუმ 5%-ით გაიზრდება.

ნედლი რძის წარმოება საქართველოში - მეოთხე კვარტლის პროგნოზი

ოფიციალური სტატისტიკის (საქსტატი) წინასწარი შედეგების მიხედვით, 2017 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივმა რძის წარმოებამ 142 მილიონი ლიტრი შეადგინა. აღნიშნული რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულ რძეზე 12.1%-ით ნაკლებია.

ნედლი რძის საბითუმო ფასების განაწილება - გამოკითხვის შედეგები (17.11.17)

უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, გასულ კვირაში ნედლ რძეზე საშუალო საბითუმო ფასი არ გაზრდილა, თუმცა ის გაზრდილია წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასული (დაახლოებით) 30 დღის განმავლობაში შინამეურნეობების რძეზე ფასმა საშუალოდ 2.4%-ით მოიმატა, კომერციული ფერმებისაზე კი - 5%-ით. ამჟამინდელი მდგომარეობით ფასები თანაბარია მწარმოებლის ტიპებს შორის და 1კგ რძე  საშუალოდ 1.05 ლარი ღირს.

ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსი

გთავაზობთ ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსის შეფასებას გასული თვის მონაცემებით. ინდექსი დაფუძნებულია საშუალოდ აღბულ რაციონში შემავალი კომპონენტების ფასების ცვლილებაზე.

რძის ფხვნილის იმპორტი ქვეყნების მიხედვით - 2017 წლის ოქტომბრის თვე

2017 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოვიდა 1,102,100 კგ რძის ფხვნილი, ღირებულებით 2,307 ათასი $. 1 კგ იმპორტირებული ფხვნილის საშუალო ღირებულებამ 2.09$ შეადგინა (დღგ-ს გარეშე). საშუალო ფასმა ეროვნულ ვალუტაში 6.17 ლარი შეადგინა (დღგ-ს ჩათვლით).

მიმდინარე წელს ადგილობრივი რძის წარმოება კვლავ დაიკლებს - სასურსათო ბალანსის პროგნოზი

როგორც ჩანს, რძის წარმოების ტენდენცია 2017 წელსაც არ დაირღვევა.  მიუხედავად იმისა, რომ პირველ კვარტალში ყოველწლიურმა ზრდამ დაახლოებით 2.5% შეადგინა, მეორე კვარტალში რძის წარმოება 7.7%-ით შემცირდა.

ცვლილებები რძის წარმოებაში, საშუალო წველადობასა და მეწველი ძროხების რაოდენობაში

პასიური ივილისი-აგვისტოს შემდეგ ინტენსიურ ფერმებში რძის წარმოება იზრდება, ექსტენსიურ ფერმებში კი პირიქით - რძის წარმოება ივნისის შემდეგ იკლებს.

გაძვირებული რძე ყველის ფასებზეც აისახა - თუმცა არა საკმარისად

გასული თვის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განხორციელებული იმერული და სულგუნის ფასების მონიტორინგის შედეგების თანახმად რძის ფასებთან ერთად გაიზარდა ყველის ფასებიც, თუმცა არ გაზრდილა მეწარმის მოგება.