სტატიები

 

გაზრდილი რძის წარმოება - ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა - 2020-Iკვ

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ნედლი რძის წარმოება 107 მილიონ ლიტრს უდრიდა, რაც 5%-ით უფრო მეტია ვიდრე 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი. აღსანიშნავია რომ 107 მილიონი ლიტრი პირველი კვარტლისთვის რეკორდულად მაღალი ნიშნულია მინიმუმ 2014-2020 წლებში (რა პერიოდისთვისაც ოფიციალური სტატისტიკა შესადარისია).

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი - 2020 წლის აპრილი

 

სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებიანობის ცვლილებას გვიჩვენებს, სეზონური ზრდის ფაზაშია. წლევანდელი წელი დაახლოებით 1%-ით უკეთესია ვიდრე შარშანდელი, თუმცა 3-5%-ით ჩამორჩება 17-18 წლებს. გადამამუშავებლები სულგუნ ყველს რეკორდულად მაღალ ფასად ყიდიან, რაც ნედლი რძის ფასების ზრდით არის გამოწვეული.

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი - 2020 წლის აპრილი

 

ქართული ინტენსიური მერძეული მეურნეობების მომგებიანობის ინდიკატორი დამატებით შემცირდა. გაუარესებამ წინა თვესთან 4%, ხოლო წინა წლის აპრილთან კი - 10% შეადგინა. რძის საშუალო ფასი წელიწადზე მეტია არ შეცვლილა, საკვების ფასები კი რეკორდულად მაღალ დონემდე ავიდა. თუ აპრილის ფასები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, 2020 წლის მომგებიანობის ინდიკატორი საშუალოდ 9%-ით გაუარესდება 2019 წელთან შედარებით და 2018 წლის დონეს გაუთანაბრდება. გაუარესების უმთავრესი მიზეზი გაუფასურებული გაცვლითი კურსია - ფერმებში გამოყენებული საკვების დიდი ნაწილი იმპორტირებულია.

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი - 2020 წლის აპრილი

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით, ფასები რძის ფხვნილზე გლობალურად იკლებს, პარალელურად ჩნდებიან ასეთ დაბალ ფასად შესყიდვის მსურველები.

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი საქართველოსთვის - 2020 წლის მარტი

 

ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდიკატორმა კლება გააგრძელა და ის შარშანდელ მარტს 5%-ით ჩამორჩება. საშუალოდ პირველ კვარტალში კი მაჩვენებელი წლიურად 4%-ით არის გაუარესებული. აპრალის დასაწყისისთვის, პირუტყვის საკვები კიდევ უფრო მეტად არის გაძვირებული - რაც ინდიკატორზე ნეგატიურად აისახება.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2020 წლის მარტი

 

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც ტიპიური კალათის ღირებულების ცვლილებას ასახავს, რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. ფასების ნომინალური ზრდა მარტისთვის ყველაზე მაღალია, როგორც თვიდან თვემდე, ისე წლიდან წლამდე.

აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2020 წლის მარტი

 

უპრეცენდენტოდ გაძვირებული აღდგენილი რძე მარტში კიდევ უფრო მეტად გაძვირდა. დანახარჯების ზრდაზე ასევე არნახული დიდი ეფექტი ჰქონდათ გაცვლით კურსსა და გაძვირებულ რძის ფხვნილს. პარალელურად,  ადგილობრივი ნედლი რძე სეზონურად გაიაფდა.

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (16-27 მარტი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით სასმელ რძესა და ყველზე მოთხოვნა გაზრდილია მთელ რიგ რეგიონებში. თუმცა, პარალელურად, რძის ფხვნილით საერთაშორისო ვაჭრობა შენელებულია – მთავარი მიზეზი რაღათქმაუნდა კვლავ კორონა ვირუსია. მომდევნო თვეებში დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპას, სადაც წველის სეზონი ახლა იწყება – შესაბამისად, USDA-ს რეპორტში სწორედ ევროპაზე ვკონცენტრირდით.

რძის პროდუქტების იმპორტი ირანიდან - 2020 წლის თებერვალი

 

ჩვენ ვაგრძელებთ ირანიდან რძის პროდუქტების იმპორტზე დაკვირვებას. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში დიდი ცვლილებები არ ყოფილა: იანვართან შედარებით იმპორტის მოცულობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.