სტატიები

 

სამომხმარებლო ფასების ცვლილება რძის პროდუქტებზე - 2018 წლის აგვისტო

 

GeorgianDairy-ს GDPI ინდექსის მიხედვით, აგვისტოში რძისა და მისი პროდუქტების კალათა ივლისთან შედარებით საშუალოდ 1.85%-ით გაძვირდა, ხოლო 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 5.7%-ით. რაც შეეხება მთლიანად სამომხმარებლო კალათას, საქსტატის მიხედვით, მისმა ღირებულებამ წინა თვესთან 0.5%-ით მოიმატა, წინა წელთან კი 3.1%-ით. ასე რომ, საქართველოში რძის პროდუქტი საშუალოდ უფრო სწრაფად ძვირდება ვიდრე სხვა სამომხმარებლო პროდუქტები, თუმცა ამის ძირითად განმაპირობებლად, შესაძლოა თვიურ ჭრილში ყველი, ხოლო წლიურ ჭრილში კი კარაქის (და სპრედის ჯგუფის) გაძვირება ჩაითვალოს.

საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით - 2018 წლის აგვისტო

 

გასულ თვეში, რძის პროდუქტებით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ საქართველოსთვის 3.7 მილიონი დოლარი (9.3 მილიონი ლარი) შეადგინა. ვაჭრობის თითქმის 100%-ივე იმპორტმა დაიკავა, აგვისტოში ექსპორტზე მხოლოდ 11,000$-ის ღირებულების პროდუქცია გავიდა. პირველი რვა თვის ჯამში, წელს იმპორტის წილმა რძის პროდუქტებით საგარეო ვაჭრობაში (აშშ დოლარში) 98%-ს შეადგინა, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში იმპორტის წილი 97% გახლდათ.

ნედლი რძის საბითუმო ფასები - გამოკითხვის შედეგები - 24-08-18

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში ექსტენსიური ფერმებისგან ნედლი რძის შეძენის საშუალო ფასი 84 თეთრამდე გაიზარდა; მცირედით გაძვირდა რძის შინამეურნეობებისაგან შეძენაც, რომელთა რძეც ბოლო მონაცემებით საშუალოდ 81 თეთრი ჯდება.

საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები - 30-07-18

 

GeorgianDairy.org, საბითუმო ბაზარზე დაკვირვებასთან ერთად, აკვირდება სამომხმარებლო ფასებსაც. ჩვენს მიერ ჩატარებული საცალო ფასების მონიტორინგი ეხება სამი ტიპის რძის პროდუქტს: რძეს (≈ 1 ლიტრი, 2.5%), მაწონს (400 გრამი, 3.2%) და კარაქსა და სპრედს (200 გრამი).

აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2018 წლის ივლისი

 

GeorgianDairy-ს შეფასებით, ივლისის თვეში, იმპორტირებული კარაქით აღდგენილი კილოგრამი რძის ღირებულებამ 0.93 ლარი შეადგინა, უცხიმოდ რძის აღდგენა კი დაახლოებით 0.56 ლარი დაჯდა. რაც შეეხება ადგილობრივ რძეს, გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი ნედლი რძის ფასი ექსტენსიურ ფერმებსა და შინამეურნეობებში საშუალოდ 0.74 ლარს შეადგენდა კილოგრამზე.

სულგუნის ინდექსი - 2018 წლის ივლისი

 

სულგუნის ინდექსის მიხედვით, 2018 წლის ივლისში მწარმოებლის მომგებიანობამ კლება განაგრძო. გასულ თვეში ინდექსზე მოქმედმა ორივე ცვლადმა იმატა: რძის გაძვირებასთან ერთად, გაძვირდა ყველიც - თუმცა არა საკმარისად.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 10-08-18

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში ექსტენსიური ფერმებისგან ნედლი რძის შეძენის საშუალო ფასი 80 თეთრამდე გაიზარდა; გაძვირდა რძის შინამეურნეობებისაგან შეძენაც, ბოლო მონაცემებით შინამეურნეობებისაგან კილოგრამი ნედლი რძის შეძენა საშუალოდ 78 თეთრი ჯდება.

სამომხმარებლო ფასები, ოფიციალური სტატისტიკა - 2018 წლის ივლისი

 

სტატიაში განვიხილავთ სამომხმარებლო ფასების ცვლილებას საქართველოში. პირველ რიგში დავიწყებთ სამომხარებლო ფასების ინდექსით, რომელიც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის სხვადასხვა პროდუქტის ფასების ცვლილებაზე, შემდეგ კი გადავალთ უშუალოდ რძის პროდუქტებზე.

რძის წარმოების, საშუალო წველადობისა და სულადობის მაჩვენებლები ინტენსიურ ფერმებში

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, რძის წარმოების ინტენსიური სექტორი საგრძნობლად იზრდება. შარშანდელთან შედარებით, რძის წარმოება გაზრდილია ყველა გამოკითხულ ინტენსიურ ფერმაში. ზრდის მასშტაბები 22%-იდან იწყება და 500%-მდეც კი ადის. აღსანიშნავია რომ წარმოების მატება უმეტესწილად პირუტყვის სულადობის მატებით, ფერმების გაფართოებით, არის განპირობებული.

საბითუმო ფასები ნედლ რძეზე, სულგუნსა და იმერულ ყველზე - მონიტორინგის შედეგები - 20.07.18

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირის ბოლოსთვის ნედლი რძის საბითუმო ფასი კილოგრამზე საშუალოდ 0.74 ლარი გახლდათ, რაც პრაქტიკულად წინა კვირის იდენტურია. კილოგრამი სულგუნის მაღაზიებსა და ქსელებში ჩაბარების საშუალო ფასი 10.25 ლარს უდრიდა, იმერულისა კი 8.00-ს.