სტატიები

 

ნედლი რძის ფასები – გამოკითხვის შედეგები – 11-03-2020

 

ნედლი რძის ფასების პიკმა გადაიარა და მწარმოებლებმა ფასების სეზონური შემცირება დაიწყეს, თუმცა რძე უფრო ძვირი ღირს ვიდრე შარშან როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ჭრილში. თუ ჩავთვლით რომ რძის მწარმოებელთა უმეტესობა მიღებულ შემოსავლებს სურსათში ხარჯავს, მივიღებთ რომ რძის გაძვირება პრაქტიკულად მხოლოდ სურსათის გაძვირებას ფარავს.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2020 წლის თებერვალი

 

რძის პროდუქტებზე ფასები რეკორდულად მაღალ დონეზე რჩება. მიზეზები უცვლელია: მაღალი ინფლაცია და პირველადი წარმოების ნაკლებობა.

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (24-28 თებერვალი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით რძის ფხვნილით საერთაშორისო ვაჭრობა შენელებულია – მთავარი მიზეზი ახალი კორონა ვირუსია. ხშირ შემთხვევაში მოხდილი მშრალი რძის (რძის ფხვნილის) მყიდველები თავს იკავებენ შენაძენის ახლა განხორციელებისაგან და ფასების შერბილებას ელიან.

რძის წარმოება და პირუტყვის სულადობა შემცირდა –  ოფიციალური სტატისტიკა 2019 წლისთვის

 

საქსტატის მონაცემებით, შემცირებულია როგორც რძის წარმოება, ისე პირუტყვის სულადობა.

აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში – 2020 წლის იანვარი

 

წინა წელთან შედარებით გაძვირებულია როგორც ადგილობრივი ნედლი, ისე იმპორტირებული ფხვნილით აღდგენილი რძე. ორი პროდუქტის ღირებულებას შორის ასეთი მცირე სხვაობა ზამთრის პერიოდში ბოლო მინიმუმ ბოლო 4 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

პირუტყვის ექსპორტი მცირდება, ხორცისა კი იზრდება

 

ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი ბოლო 2 წელიწადია მცირდება. პარალელურად, მისი ხორცის ექსპორტი ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდება, თუმცა მასშტაბები ჯერ საკმაოდ პატარაა.

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (21-27 იანვარი) - USDA

ოკეანეთი რძის ფხვნილის ფასები ოკეანეთში მაღალ დონეზე რჩება ფასები გაზარდეს დაბალ საფასო კატეგორიაში მყოფმა მიმწოდებლებმა ეს მყიდველთა ნაწილს უბიძგებს რომ მომწოდებლები დასავლეთ ევროპაში იპოვონ ახალ ზელანდიაში მშრალი ამინდის ნეგატიურ ეფექტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან წუხილს გამოთქვამენ USDA-ს მიხედვით, ოკეანეთისთვის რძის ფხვნილის (1.25%) ტონაზე ფასები 3,025-3,125 დოლარის ფარგლებში მ...…

რძის პროდუქტების იმპორტი ირანიდან - 2020 წლის იანვარი

 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვარში რძის პროდუქტების იმპორტი ირანიდან 1.6-ჯერ შემცირდა. ძირათადად იმპორტირებული პროდუქტი კვლავ „ნაღებად“ კლასიფიცირდება. აღსანიშნავია რომ „ნაღების“ იმპორტის მასშტაბები სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ფხვნილისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ნედლი რძის ფასები – გამოკითხვის შედეგები – 20-01-17

 

რძის ფასები ერთი თვეა სტაბილურია. GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული 30 დღის განმავლობაში პრაქტიკულად არც ერთ რესპონდენტს, არც მწარმოებელს და არც ჩამბარებელს, არ მოუწოდებია განსხვავებული ფასი განხორციელებულ ტრანზაქციებზე. რძე გაძვირებული რჩება წინა წელთან შედარებითაც.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის დეკემბერი

 

რძის პროდუქტების კალათამ გაიაფება დაიწყო. ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 10 პროდუქტიდან 5 გაიაფდა. წლიურ ჭრილში რძის პროდუქტების კალათა გაძვირებული რჩება. ეს გაძვირება ინფლაციის ტოლია და 7%-ს უდრის. მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც შემოსავლები მაღალი ინფლაციის კვალდაკვალ ვერ ეზრდება, მსყიდველობითიუნარიანობა უმცირდება, უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლია და არჩევანის წინაშე დგება.