სტატიები

 

აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის დეკემბერი

 

2019 წელს ქართველი რძის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კონკურენტი აღდგენილი რძის გაძვირება გახლდათ. ეს ფაქტი უმთავერსად რძის ფხვნილზე ფასების საერთაშორისო ზრდამ გამოიწვია, რაც მაღალი მოთხოვნისა და დასუსტებული მიწოდების შედეგი იყო.

გაძვირდა ადგილობრივი რძეც, თუმცა აღდგენილი - ბევრად მეტად. მომავალ თვეებში ნედლი რძის ფასი სეზონურ კლებას დაიწყებს, თუმცა აღდგენილი შესაძლოა გაძვირებული დარჩეს. USDA-ს რეპორტზე დაყრდნობით მომავალ თვეებში ფხვნილზე ფასების კლებას არ უნდა ველოდეთ.

ნედლი რძის ფასები საქართველოში, არა-ინტენსიური სექტორი - 2019 წელი

 

2019 წელს ნეგატიური შოკები ფასების ნომინალური ზრდით დაკომპენსირდა. რეალურ გამოხატულებაში კი ნედლმა რძემ პრაქტიკულად წინა წლების ღირებულება შეინარჩუნა. წინა წლებთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი ქართული არა-ინტენსიური მერძეული მეურნეობებისთვის ფასების მხრივ სტაბილური იყო. რაღათქმაუნდა წარმოება კვლავ სეზონური გახლდათ, შესაბამისად სეზონური გვქონდა ფასებიც.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით - 2019 წელი

 

2018 წელს, პირველად ბოლო წლებში, იმპორტი ნედლი რძის ექვივალენტში შემცირდა. ეს შემცირება აღარ გაგრძელდა 2019 წელს: იმპორტი გაიზარდა როგორც დოლარში, ისე ნედლი რძის ექვივალენტში. ადგილობრივ წარმოებას კვლავ მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი იმპორტის ჩასანაცვლებლად. ექსპორტის დიდი ნაწილი ისევ რე-ექსპორტია და არა ადგილობრივი პროდუქცია; თუმცაღა ყველის ექსპორტმა ზრდა შეინარჩუნა.

ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკაზე დარყდნობით, ჩვენ შევაჯამეთ საქართველოს საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით 2019 წლისათვის:

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 13-12-19

 

GeorgianDairy-ს მიერ ჩატარებული „რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის“ მიხედვით, ქართული ექსტენსიური ფერმები და შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 1.24 ლარად აბარებენ.

რძის პროდუქტების გაზრდილი იმპორტი ირანიდან

 

ირანი ქართული ბაზრისთვის ახალი არ არის. 2017 წელს, ირანს დიდი ოდენობით შემოჰქონდა ფხვნილი და მისი ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი იყო საქართველოში. 2018 წელი ჩავარდნა გახლდათ, თუმცა 2019 წელს ირანული ნაწარმი კვლავ დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. ის ამჯერად კლასიფიცირდება არა როგორც ფხვნილი, არამედ ნაღები. მისი იმპორტის ტემპები ბოლო თვეებში ძალიან სწრაფად იზრდება.

აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის ნოემბერი

 

სექტემბრის ჩავარდნის შემდეგ, აღდგენილი რძის ღირებულება ორი თვეა იზრდება. როგორც წინა რეპორტში ავღნიშნეთ, შემცირება ერთჯერადი[1] იყო: საერთაშორისო ბაზრებზე რძის ფხვნილი გაძვირებას აგრძელებს. ძვირდება ადგილობრივი ნედლი რძეც - როგორც სეზონურად, ისე წლიურ ჭრილშიც. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია: გასული 8 თვის განმავლობაში, ნედლი რძის ფასმა აღდგენილისას მხოლოდ ნოემბერში გადააჭარბა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ნოემბერი

 

ოქტომბრის დინამიკა ნოემბერშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათა გაძვირდა და ახალი რეკორდი დაამყარა.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 29-11-19

 

GeorgianDairy-ს მიერ ჩატარებული „რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის“ მიხედვით, ქართული ექსტენსიური ფერმები და შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 1.20 ლარად აბარებენ.

როგორი იქნება ფასები საკვებზე ახალ მარკეტინგულ წელიწადში?

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) „სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის რეპორტი“ გამოაქვეყნა. ამ პუბლიკაციასა და მასში მოყვანილ პროგნოზებს უდიდესი ყურადღება ენიჭება საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრე სუბიექტებისგან. რეპორტი მნიშვნელოვანია ქართული მერძეული ფერმებისთვისაც, რადგან ცხოველთა საკვების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. ჩვენს სტატიაში შევეხებით პროგნოზებს სოიოსა და სიმინდზე.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის ღირებულებამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ასევე რეკორდულად მაღალი იყო ამ ღირებულების წლიური სხვაობა. კალათის გაძვირების ფუნდამენტური მიზეზები უცვლელია: რძის ბაზარზე მიწოდების შოკი და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში. საყურადღებოა რომ ყველზე ფასები ისევ არანორმალურად სწრაფად გაიზარდა.