სტატიები

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 29-11-19

 

GeorgianDairy-ს მიერ ჩატარებული „რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის“ მიხედვით, ქართული ექსტენსიური ფერმები და შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 1.20 ლარად აბარებენ.

როგორი იქნება ფასები საკვებზე ახალ მარკეტინგულ წელიწადში?

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) „სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის რეპორტი“ გამოაქვეყნა. ამ პუბლიკაციასა და მასში მოყვანილ პროგნოზებს უდიდესი ყურადღება ენიჭება საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრე სუბიექტებისგან. რეპორტი მნიშვნელოვანია ქართული მერძეული ფერმებისთვისაც, რადგან ცხოველთა საკვების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. ჩვენს სტატიაში შევეხებით პროგნოზებს სოიოსა და სიმინდზე.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის ღირებულებამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ასევე რეკორდულად მაღალი იყო ამ ღირებულების წლიური სხვაობა. კალათის გაძვირების ფუნდამენტური მიზეზები უცვლელია: რძის ბაზარზე მიწოდების შოკი და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში. საყურადღებოა რომ ყველზე ფასები ისევ არანორმალურად სწრაფად გაიზარდა.

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა გრძელდება: მიწოდება სუსტია, მოთხოვნა კი - ძლიერი. დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებში ფხვნილი ვერ გაიაფდება, პირიქით, ის შესაძლოა გაძვირდეს კიდეც.

საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები - 15-10-19

 

GeorgianDairy.org-ის მიერ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, კონკრეტული ბრენდირებული რძის პროდუქტების საშუალო საცალო ფასები ნომინალურად გაზრდილია წლიურ ჭრილში. მიმდინარე 5-6%-იანი ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო რეალური ფასები პრაქტიკულად მხოლოდ კარაქზეა გაზრდილი. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაფიქსირებული მაქსიმუმები, რაც შესაძლოა სამომავლო ფასების ზრდაზე მიგვანიშნებდეს.

გლობალური ტენდენციები: ფასების გამყარება ჯერ-ჯერობით შენარჩუნდება, მომავალ წელს კი შეიძლება ფასებმა იკლონ

 

რაბობანკის მიხედვით, საერთაშორისო დონეზე რძის პროდუქტების ფასები 2020 წლის მეორე ნახევრამდე არ შემცირდება. ამ ეტაპზე 2020 წელი რთულად პროგნოზირებადია, მის მეორე ნახევარში შესაძლოა რეცესიით გამოწვეული ფასების ვარდნაც კი ვიხილოთ.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 18-10-19

 

GeorgianDairy-ს მიერ ჩატარებული „რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის“ მიხედვით, ქართული ექსტენსიური ფერმები და შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 1.10 ლარად აბარებენ.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის სექტემბერი

 

საბოლოო მომხმარებლისთვის გაძვირება სექტემბერშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის ღირებულება წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიზარდა, თვიურ ჭრილში კი მეორე ყველაზე მაღალი ზრდა ვიხილეთ მინიმუმ ბოლო 3 წელიწადში. ნათელია რომ ფასების სწრაფი ზრდა ქართველი მომხმარებლის უცაბედი გამდიდრების (და მოთხოვნის ზრდის) შედეგი არ არის, ის მიწოდების ნეგატიური შოკების ბრალია.

საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით - 2019 წლის სექტემბერი - მოკლე მიმოხილვა

 

გასულ თვეში, რძის პროდუქტების იმპორტმა საქართველოში 5.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან ექსპორტმა კი ბევრად ნაკლები - 56 ათასი დოლარი. პირველი 9 თვის ჯამში, წელს იმპორტის მოცულობა 50.3 მილიონ აშშ დოლარია, ექსპორტისა კი - 1.1. საინტერესოა რომ 2018 წელთან შედარებით, რძის პროდუქტების იმპორტი გაზრდილია დოლარში (+1.8%), თუმცა შემცირებულია ნედლი რძის ექვივალენტში (-2.3%). მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი, თუმცა მისი დიდი ნაწილი რე-ექსპორტია.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 04-10-19

 

GeorgianDairy-ს მიერ ჩატარებული „რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის“ მიხედვით, ქართული ექსტენსიური ფერმები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 1.12 ლარად აბარებენ, შინამეურნეობები კი - 1.09-ად.