სტატიები

 

რძის ფხვნილის იმპორტი კვლავ შემცირებულია

 

რძის ფხვნილის იმპორტი საქართველოში უკვე მეორე თვეა იკლებს. 2018 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 34%-ით ნაკლები ფხვნილი შემოვიდა. იკლო წლიურმა მაჩვენებელმაც: ფხვნილის იმპორტი წინა წლის ნოემბრისას შედარებით 32%-ით ჩამორჩება. მაშინ როცა თვიური სტატისტიკა ვოლატილურობით გამოირჩევა, საინტერესოა თუ რა შედეგი მივიღეთ წლის განმავლობაში მთლიანად.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 07-12-18

 

GeorgianDairy-ს ფერმერებისა და გადამამუშავებლების გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირისთვის, საქართველოში ნედლი რძის ყველაზე გავრცელებული საბითუმო ფასები 1.00 ლარი და 1.10 ლარი გახლავთ. ჩვენი შეფასებით, ნედლი რძის რეალიზაცია საშუალოდ 1.05 ლარად ხდება.

სამომხმარებლო ფასების ცვლილება - 2018 წლის ნოემბერი

 

ოფიციალური სტატისტიკით, ნოემბერში თვიურმა ინფლაციის დონემ +0.7%, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ კი +1.9% შეადგინა. რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, ფასების ცვლილება საკმაოდ ახლოსაა ინფლაციის მაჩვენებლებთან.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 23-11-18

 

გასული კვირის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმების ნედლი რძე უმეტესად 1.00 ლარი ღირს, მეორე ყველაზე გავრცელებული ფასი კი - 1.10 ლარი გახლავთ.

საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები - 15-11-18

 

GeorgianDairy.org-ის მიერ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, კონკრეტული ბრენდირებული რძის პროდუქტების საცალო ფასები წელს მეტნაკლები სტაბილურობით გამოირჩევიან. წლიურ ჭრილში თვალშისაცემია ფასების ვარდნა მაწონზე, კარაქი და რძე კი კვლავ შარშანდელზე ძვირი ღირს.

ოქტომბერში საკვების გაიაფების ტემპი დაეცა - საკვების ფასების ინდიკატორი - 2018 წლის ოქტომბერი

 

ოქტომბერში სოიოს შროტი გაიაფდა, სიმინდი კი გაძვირდა.  საერთო ჯამში, საკვების ფასების ინდიკატორი მცირედით შემცირდა. წლიურ ჭრილში საკვების ფასი კვლავ შარშანდელზე მაღალია.

საგარეო ვაჭრობა - ოქტომბერი 2018

 

უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რძის პროდუქტების იმპორტი ზრდას განაგრძობს, მაგრამ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები: მაგალითად,  რძის ფხვნილის იმპორტი შემცირებულია.

ნედლი რძის საბითუმო ფასების მონიტორინგის შედეგები - 09-11-18

 

GeorgianDairy-ს უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმების რძე საშუალოდ 1.00 ლარად ბარდება.

სამომხმარებლო ფასების ცვლილება - 2018 წლის ოქტომბერი

 

რძის ნაწარმი ოქტომბერშიც გაძვირდა. რძისა და რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების სეზონური ზრდა გრძელდება, თუმცა გაძვირების ტემპები შარშანდელზე დაბალია და ნოემბრის ფასები წინა წლის ფასებთან ყველაზე ახლოსაა.

FAO-ს საკვების ფასების ინდექსი შემცირებას განაგრძობს

 

საკვები კალათის ჯამური ღირებულება უკვე ხუთი თვეა იკლებს. FAO-ს მიხედვით, აღნიშნული ტენდენცია რძის პროდუქტებსაც ეხებათ.