სტატიები

 

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი - 2019 წლის აპრილი

 

ნედლი რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორმა ზრდა განარძო და ჩვენს მიერ მოსალოდნელ  საშუალოწლიურ დონემდე ავიდა. მარტთან შედარებით მაჩვენებლის გაუმჯობესების მთავარი მიზეზი უკრაინიდან იმპორტირებული სოიოს შროტის გაიაფება გახლდათ. საერთო ჯამში, მიმდინარე წელი შარშანდელზე უკეთესია. მომგებიანობის წლიური ზრდა უმეტესად ხარისხიან ნედლ რძეზე ფასების ზრდამ განაპირობა. აქვე შეგახსენებთ რომ მომგებიანობის ინდიკატორი მხოლოდ ქართულ ინტენსიურ ფერმებს ეხებათ, სადაც ნედლი რძის ფასები როგორც წესი სტაბილურია მთელი წლის განმავლობაში.  

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის აპრილი

 

აპრილში ქართველი მომხმარებლისთვის რძის პროდუქტების სეზონური გაიაფება დაიწყო. კალათის ნომინალური ღირებულება წინა წლებზე მაღალია, თუმცა მისი რეალური ღირებულება გასულ ორ წელზე დაბალ ნიშნულზეა.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 10-05-19

GeorgianDairy-ს რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის მიხედვით, ქართული შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 0.77 ლარად აბარებენ, ხოლო ექსტენსიური ფერმები - 0.78-ად. აღნიშნულ გამოკითხვაში რესპონდენტთა პასუხები პრაქტიკულად წინა კვირის იდენტურია.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 03-05-19

 

GeorgianDairy-ს რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის მიხედვით, ქართული შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 0.78 ლარად აბარებენ, ხოლო ექსტენსიური ფერმები - 0.79-ად. ნედლ რძეზე ფასების სეზონური კლება გრძელდება, თუმცა ნედლი რძის ღირებულება მაისის დასაწყისისთვის შარშანდელზე მაღალია.

სულგუნის ინდექსი - 2019 წლის მარტი

 

სულგუნის ინდექსი უკვე 3 თვეა უმჯობესდება, თუმცა 2019 წლის მარტისთვის ის წინა ორი წლის ანალოგიურ პერიოდებს მაინც ჩამორჩება. შეგახსენებთ რომ სულგუნის ინდექსი რძის გადამამუშავებელთა მომგებიანობის დინამიკას ასახავს: რაც უფრო მაღალია ინდექსი გადამამუშავებელს სურს რომ იმ საფასო პირობებით მეტი აწარმოოს და პირიქით.

აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის მარტი

 

გასული წლის დეკემბრის შემდეგ, საერთაშორისო ბაზრებზე რძის ფხვნილის ფასმა იმატა. ფასების ზრდა ძირითადად მიწოდებას უკავშირდება: ევროპაში საინტერვენციო მარაგები ამოიწურა. ფხვნილზე ფასი გაეზარდათ ქართველ იმპორტიორებსაც.

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი - 2019 წლის მარტი

 

მიმდინარე წლის მარტში, ინტენსიურ ფერმებში რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორმა ყველაზე მაღალ დონეზეს მიაღწია წინა წლების მარტებთან შედარებით.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის მარტი

 

თებერვალთან შედარებით, მარტში რძის პროდუქტი მცირედით გაძვირდა. რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათის წლიური ზრდა წელსაც დაფიქსირდა, თუმცა ეს მხოლოდ მის ნომინალურ გამოხატულებაში ხდება. თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ და კალათის რეალურ ღირებულებას დავითვლით, ვნახავთ რომ 2019 წელს რძის პროდუქტი უფრო იაფი ღირს ვიდრე ის 2018 წელს ღირდა.

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 02-04-19

 

GeorgianDairy-ს რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის მიხედვით, გასულ კვირაში 1 ლიტრი ნედლი რძის ფასმა ფერმის კართან შინამეურნეობებისთვის საშუალოდ 0.92 ლარი, ხოლო ექსტენსიური ფერმერული მეურნეობებსთვის კი - 0.95 ლარი შეადგინა.

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი - 2019 წლის იანვარი

 

2019 წლის იანვრისთვის რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი 0.16 პუნქტით გაუმჯობესდა (წინა თვესთან), რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდაა 2017-2019 წლებში. მაჩვენებლის გაუმჯობესება ნედლი რძის გაძვირებამ გამოიწვია; ინდიკატორის ხარჯების ნაწილი არ შეცვლილა: კომბინირებული საკვების ღირებულება იანვარში პრაქტიკულად იგივე დონეზე დარჩა რაც დეკემბერში იყო.