სტატიები

 

საკვების ფასები - საქართველო და მსოფლიო

 

როგორც ცნობილია საქართველოში ინტენსიური ფერმების ნედლი რძე ძვირი ღირს. მის მაღალ ფასს ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები მოკლედ რომ შევაჯამოთ ასეთ სურათს მივიღებთ:

2018 წლის პირველ ორ კვარტალში ადგილობრივი რძის წარმოება 5 პროცენტით შემცირდა

 

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში ნედლი რძის წარმოება1 5%-ით შემცირდა: გასულ წელს, საქართველომ პირველ ორ კვარტალში 298 მილიონი ლიტრი რძე აწარმოა , მიმდინარე წელს კი - 283.

სულგუნის ინდექსი - 2018 წლის სექტემბერი

​​​​

სულგუნის ინდექსის მიხედვით, რძის გადამამუშავებელთა მომგებიანობა სეზონურ შემცირებას აგრძელებს, თუმცა როგორც ვვარაუდობდით, შემცირების ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2018 წლის სექტემბრისთვის სულგუნის ინდექსი შარშანდელ სექტემბერზე მაღალ დონეზე რჩება, რაც გადამამუშავებელთა გაზრდილ წლიურ მომგებიანობაზე მიგვითითებს.

ნედლი რძის საბითუმო ფასების მონიტორინგის შედეგები - 12-10-18

 

GeorgianDairy-ს საბითუმო ფასების მონიტორინგის მიხედვით, ნედლი რძის საშუალო ფასმა შინამეურნეობებისა და ექსტენციური ფერმებისთვის 93 თეთრს მიაღწია.

იმპორტირებული საკვები იაფდება - საკვების ფასების ინდიკატორი - 2018 წლის სექტემბის მაჩვენებლები

 

საქართველოში იმპორტირებული სოიოს შროტი და სიმინდი ბოლო 2 თვეა იაფდება, თუმცა GeorgianDairy-ს საკვების ფასების ინდიკატორი ჯერ კვლავ შარშანდელზე მაღალ დონეზე რჩება.

სექტემბრის საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები: მილკო, სანტე, სანტინო, სოფლის ნობათი, პრეზიდენტი

 

GeorgianDairy.org-ის მიერ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, კონკრეტული რძის პროდუქტების საცალო ფასები წელს სტაბილურობით გამოირჩევიან, თუმცა შარშანდელ სექტემბერთან შედარებით რამოდენიმე პროდუქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა.

ფასები ფერმის კართან - ოფიციალური სტატისტიკა

 

საქსტატის ოფიციალური და საბოლოო სტატისტიკის მიხედვით,  2017 წელს საქართველოში ფერმებზე მეცხოველეობის ყველა პროდუქტი გაძვირდა. პროცენტულად ყველაზე მცირე წლიური გაძვირება ქათმის ხორცზე დაფიქსირდა (+6%), ყველაზე დიდი კი - ღორის ხორცზე (+21%). 13%-იანი ფასების მატებით რძე მესამე ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტია, მეორე ადგილს კი კვერცხი იკავებს 14%-იანი გაძვირებით.

ნედლი რძის ფასი შარშანდელს ვერ აჭარბებს, ფხვნილი კი კვლავ იაფია

 

ექსტენსიური ფერმებისა და შინამეურნეობებისაგან რძის ჩაბარების გაძვირება ივნისიდან დაიწყო, რაც გასაკვირი სულაც არაა: წარმოება სეზონურად მცირდება, რაც ნედლ რძეზე ფასების ზრდას იწვევს.  საქმე იმაშია რომ ფასები შარშანდელს არ აღემატება, რძის ფხვნილი კი მნიშვნელოვნად გაიაფდა.

სულგუნის ინდექსი - 2018 წლის აგვისტო-სექტემბერი

 

სულგუნის ინდექსის მიხედვით, რძეში დახარჯული თითოეული ლარის შემოსავლიანობა სეზონურად მცირდება, თუმცა აგვისტოსთვის ის შარშანდელისას აღემატება. ინდექსის მიხედვით, მწარმოებლის მომგებიანობამ გასულ სამ თვეში შარშანდელის მაჩვენებლებს პირველად გადააჭარბა.

ნედლი რძის საბითუმო ფასების მონიტორინგის შედეგები - 07-09-18

 

გასული კვირის მონიტორინგის შედეგებმა ფასების ზრდა აჩვენა, რაც წლის ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა: რძის წარმოება იკლებს, მასზე ფასი კი იზრდება.