საქართველოს რძის სექტორის სიახლეები

 

საქართველოს მერძევეობის ასოციაციამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი აირჩია

საქართველოს მერძევეობის ასოციაციას, რომელიც ინტენსიური ტიპის ფერმების გაერთიანებას წარმოადგენს, ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ასოციაციის წევრებმა, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორის პოზიციაზე ლევან არქანია აირჩიეს.

გურჯაანი ყველისა და კულინარიის ფესტივალს უმასპინძლებს

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება,  რომელიც მიზნად ისახავს ქართული ყველის სახეობების და ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციას.

საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო - 2019“ გაიმართება

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, პირველად საქართველოში, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, იპოდრომზე მოსაქონლეობის ექსპო გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სანაშენე საქმიანობის ასოციაცია და საქართველო მერძევეობის ასოციაცია.  

სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება

2012 წლის პირველი იანვრიდან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება, რომელიც ამ სფეროში თამაშის ახალ წესებს დაამკვიდრებს. მთავრობის დადგენილების პროექტი - „ სურსათის /ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, არეგულირებს იმ პირთა საქმიანობას და მათ მიერ სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებულად წარმოების წესს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენენ ოჯახური წარმოების სუბიექტს - ფიზიკურ პირს და ახორციელებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან პირადი მოხმარების მიზნით.  

ცვლილებები კოოპერატივების მხარდამჭერ პროგრამაში

 

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ინტერპრესნიუსის მიხედვით: 

სურსათის ეროვნული სააგენტო საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესის კერძო სექტორზე დელეგირებას იწყებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად,  ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის პროგრამის კერძო სექტორზე   დელეგირების  პროცესი დაიწყო.

ტრენინგი მერძევე მესაქონლეებისთვის საქართველოში

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17-19 ივნისს თბილისში, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის ორგანიზებით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით  ჩატარდება სამდღიანი ტრენინგი მერძევე ფერმერებისთვის.