ახალი ამბები

 

საქართველოში ბელარუსული კაპიტალით რძის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელარუსის ელჩმა საქართველოში მიხაილ მიატლიკოვმა,   ეკონომიკური თანამშრომლობის  ბელარუსულ- ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დროს განუცხადა.

ფერმა "მწვანე რანჩო" ყველის წარმოებას იწყებს

კომპანია „თელავის ღვინის მარნის “ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ყველის წარმოების დაწყებას გეგმავს. როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტს“ განუცხადა ყველის წარმოების სურვილი აქამდეც ჰქონდა თუმცა, დროის დეფიციტის გამო პროექტის განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლო.

მონბილიარდი - პერსპექტიული მერძეული ჯიში ქართველი ფერმერებისთვის

სარძეო მეურნეობის დაარსებისას ან არსებული ნახირის ჩანაცვლებისას მერძევე ფერმერები ხშირად დგანან ამოცანის წინაშე თუ რომელი ჯიში შეარჩიონ ან თუნდაც რომელი ჯიშთან შეაჯვარონ საკუთარი საქონელი. ბუნებრივია ფერმერები ჯიშის შერჩევისას მთავარ მიზანად ოპტიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღებას ისახავენ და ხშირად ყურადღება ექცევა მხოლოდ კონკრეტული ჯიშისთვის დამახასიათებელ წველადობის მაჩვენებელს, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან მაღალი წველადობა ყოველთვის მაღალ მოგებას არ ნიშნავს. საქონლის ჯიშის შერჩვევისას ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო და ის მეურნეობაში არსებული რესურსების, შესაძლებლობების, ადგილობრივი კლიმატური და სხვა სახის პირობების მიხედვით უნდა მოხდეს.

ქართული რძის ნიშნის გამოყენებას დამატებით 9 საწარმო გეგმავს

ქართული რძის ნიშანს 16 საწარმო ფლობს, თუმცა ამ დროისთვის 16 საწარმოდან ნიშანი ეტიკეტზე მხოლოდ 7 მათგანს აქვს განთავსებული. დანარჩენი 9 კომპანია ნიშნის დატანის პროცესშია და მათი პროდუქცია ქართული რძის ნიშნით ეტაპობრივად გამოჩნდება ბაზარზე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი რძის პროდუქტების საწარმო „ჰერეთული“ გაიხსნა

გიორგი მუმლაძემ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავისი ოჯახის საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავშირში, რძის გადამამუშავებელი საწარმო „ჰერეთული“ ააშენა.

საქართველოს რძის სექტორის მეხუთე კონგრესი

საქართველოს რძის სექტორის წლის მოვლენა, "საქართველოს რძის სექტორის მეხუთე კონგრესი" გაიმართება 2020 წლის 10-11 მარტს, თბილისში.
 

მთავრობის გადაწყვეტილებით 200 კგ-მდე პირუტყვის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა

სეს-ის ინფორმაციით, №430 დადგენილებაში - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც 200 კგ-მდე პირუტყვის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა.