ახალი ამბები

 

ფერმერებს სპეციალისტებმა პერსპექტიულ მარცვლეულ კულტურებზე ინფორმაცია სადემონსტრაციო ნაკვეთში გააცნეს

სამტრედიაში ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთ საქართველოსთვის პერსპექტიული მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებები ცენტრის სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე გააცნეს.

საქსტატმა ცხოველთა სასაკალოების შესახებ 2018 წლის შემაჯამებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს საქართველოში 112 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 22.3 პროცენტი - ქვემო ქართლში, 14.3 პროცენტი - კახეთში, 13.4 პროცენტი - შიდა ქართლში, 11.6 პროცენტი - იმერეთში, 9.8 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 28.6 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქართველოში კოოპერატივის წევრების დასატრენინგებლად იაპონელი სპეციალისტები ჩამოვლენ

 

მიმდინარე წლის ზაფხულში იაპონელი ექსპერტები  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  საჭიროებებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილ ტრენინგკურსს კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების წარმომადგენლები გაივლიან.

აშშ საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად დამატებით 3 მილიონ დოლარს გამოყოფს

 

ამერიკის შეერთებული შტატები საქრთველოსთვის გამოყოფილ გრანტის მოცულობას ცვლის და სოფლის მეურნეობის დასაფინასებლად გამოყოფილი თანხა სამი მილიონი დოლარით იზრდება. გრანტის მოცულობა 18 მილიონი დოლარით კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხითაც გაიზრდება. 

მერძეულ ფერმა „ვანი 1“-ში  ადგილობრივი ჯიშის ძროხებს  ეტაპობრივად მაღალპროდუქტიულით ანაცვლებენ

 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მერძეული ფერმა „ვანი 1“ 2014 წლიდან არსებობს. მაშინ ფერმის მფლობელებმა ფერმის შენობა და ადგილობრივი ჯიშის ოცდაათი ძროხა ძველი მეპატრონისგან გამოისყიდეს და მეცხოველეობის თანამედროვე  ბიზნესის შექმნა დაიწყეს. ნაბიჯ-ნაბიჯ მაღალპროდუქტიული საქონელიც შემოიყვანეს. დღეს უკვე მოზარდებიანად 250 სულ პირუტყვს ფლობენ და რაოდენობის გაზრდას კიდევ აპირებენ.

ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთში მესაქონლეობის ფერმა შექმნა

 

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილში მერძევეობის ფერმის მოწყობა დაიწყო. ადგილობრივ ჯიშებთან ერთად ფერმაში მუხიგულაშვილს ამჟამად ჯერსის, შვიცისა და ჰოლშტეინის ჯიშის  პირუტყვიც ჰყავს. ახალგაზრდა ფერმერი მერძეულ და მეხორცულ მიმართულებას ერთდროულად ავითარებს.

დღეს თბილისში მერძევე მესაქონლეობის სამდღიანი ტრენინგის დასკვნითი სწავლება მიმდინარეობს

 

დღეს თბილისში „სასტუმრო მუზეუმში“ მესაქონლეობის სამდღიანი ტრენინგის ბოლო დღე მიმდინარეობს. სწავლება „საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. ტრენინგს მერძევე ფერმერები და ვეტერინარები ესწრებიან. ტრენერები კომპანია Agro Systems Group-ის წარმომადგენელი უკრაინელი სპეციალისტი ანდრიი სტონაიევი და ესტონეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარი კალე კასკი არიან.

ესტონელმა სპეციალისტმა კალე კასკმა ქართველი ფერმერებისთვის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მასტერკლასი ჩაატარა

 

„საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით თბილისში მერძევე ფერმერებისთვის სამდღიანი ტრენინგი იმართება. 18 ივნისს ტრენინგის მეორე დღე იყო. ქართველ ფერმერებსა და მეცხოველობის ბიზნესის სხვა მონაწილეებს თავის გამოცდილებას ესტონეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარი კალე კასკი უზიარებდა. 

„სასტუმრო მუზეუმში“ ესტონელი ექსპერტის მონაწილეობით მერძევე ფერმერებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს

 

დღეს თბილისში „სასტუმრო მუზეუმში“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით და „საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ ორგანიზებით  მერძევე ფერმერებისთვის სამდღიანი ტრენინგის პირველი დღე მიმდინარეობს. ტრენინგის თემატიკა საქართველოში თანამედროვე ინდუსტრიული ფერმების წარმომადგენლების მიერ დასახელებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მიხედვით  შეირჩა და ორ მნიშვნელოვან საკითხს ( 1. მაღალპროდუქტიული მერძეული ნახირის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და 2. საკვებწარმოება ინტენსიური, მერძეული ფერმებისთვის) მოიცავს.