ახალი ამბები

 

მერძევეობის მხარდამჭერი პროგრამის დეტალები

საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში (5 მაისის განცხადებით პროგრამას დაემატა კიდევ სამი რეგიონი, ქვემო ქართლი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი) მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამა ხუთწლიანია და მისი ბიუჯეტი 16 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც სქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFAD) აიღო. პროექტის განმახორციელებელია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროექტის დეტალებზე ჩვენთან პროგრამის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ ისაუბრა.

საქართველოს რძის სექტორს სახელმწიფო დახმარება აუცილებლად სჭირდება -ლევან არქანია

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოში გამოწვეულ კრიზისს ქართული რძის სექტორი საკუთარი პრობლემებით დახუნძლული შეხვდა. საქართველოს რძის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - ნედლი რძის მაღალი ღირებულება და მასზე დაბალი მოთხოვნაა.  მთავარი მიზეზი კი - პირუტყვის იმპორტირებული  საკვების ფასია. ამის შესახებ საქართველოს რძის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან არქანიამ განაცხადა, რძის სექტორის ანტიკრიზისული ონლაინ-კონფერენციის დროს, 13 აპრილს.

COVID19 და მასთან ერთად, საქართველოს რძის ბაზარზე მომხდარი ცვლილებები - კატერინა პობერეჟნა

ბოლო 1,5 თვის განმავლობაში საქართველოს რძის ბაზარმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები COVID19-ის  გამო და არამარტო.

ARDA-ს ვებ-გვერდიდან დროებით აღებულია ინფორმაცია მერძევეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაზე

21 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს (ARDA) ვებ-გვერდზე აღარ იყო ხელმისაწვდომი მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის დეტალები.

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

სახელმწიფოს მიერ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFAD) აღებული 16 მილიონიანი სესხით დაფინანსებული მერძევეობის მხარდამჭერი პროგრამა დაიწყო. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფომ გასული წლის მაისში დააანონსა.

რძის გლობალური ბაზარი და მსოფლიო მოთხოვნა რძეზე პანდემიის პირობებში - ანდრეი იარმაკი

კორონავირუსული პანდემია რძის ბიზნესზე მთელ მსოფლიოში ნეგატიურად აისახა. იგი შეეხო როგორც მწარმოებლებს, ისე გადამამუშავებლებს, ასევე მომხმარებლებს. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტმა ანდრეი იარმაკმა რძის სექტორის ანტიკრიზისული ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.