ახალი ამბები

 

ყაზახეთში რძის პროდუქტების ფასი 7% გაიზარდა

ყაზახეთში რძის წარმოება იზრდება. 11 თვეში ყაზახეთის რესპუბლიკაში 509,3 ათასი ტონა გადამუშავებული რძე და ნაღები აწარმოეს, ერთი წლის წინ 476,3 ათასი ტონას წინააღმდეგ. წარმოების 30% ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქშია კონცენტრირებული. ლიდერებს შორის ასევე ალმათის, აკმოლინის და კოსტანაის ოლქებია. ამ 4 რეგიონზე  სექტორში გამოშვებული პროდუქციის სამი მეოთხედი  მოდის.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქონლის ხორცის გაყიდვების სწრაფი ზრდაა პროგნოზირებული

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე საქონლის ხორცის ვაჭრობის ზრდის დინამიკა ფიქსირდება. აღნიშნული ტენდენცია მომდევნო 5 წელი შენარჩუნდება, როგორც მიიჩნევენ Rabobank-ში.

ყველის კონკურსი World Cheese Awards 2020 წელს ესპანეთში გაიმართება

2020 წლის 5 - 7 ნოემბერს  ოვიედოში, ესპანეთი,  World Cheese Awards-ის 33-ე კონკურსი გაიმართება, ასტურია პარაისოს ნატურალური ყველის ფესტივალის ფარგლებში, რომელიც  ყოველწლიურად 4-7 ნოემბერს ტარდება და სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს, რომლებიც ყველის რეგიონალური სახეობების დემონსტრირებას ახდენენ.

მაწონი მხოლოდ ნედლი რძისგან დამზადდება

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მაწონი, ისევე როგორც ყველის ტრადიციული სახეობები როგორიცაა სულგუნი და იმერული დაცულია გეოგრაფიული აღნიშვნით, რაც გულისხმობს რომ მაწვნის დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული რძე.

საქართველოს მერძევეობის ასოციაციამ სახელმწიფოს მხრიდან სექოტრის მხარდაჭერის პირობა მიიღო

9 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასოციაციის წევრებსა და მინისტრს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.