ახალი ამბები

 

საქართველოს მერძევეობის ასოციაციამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი აირჩია

საქართველოს მერძევეობის ასოციაციას, რომელიც ინტენსიური ტიპის ფერმების გაერთიანებას წარმოადგენს, ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ასოციაციის წევრებმა, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორის პოზიციაზე ლევან არქანია აირჩიეს.

გურჯაანი ყველისა და კულინარიის ფესტივალს უმასპინძლებს

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება,  რომელიც მიზნად ისახავს ქართული ყველის სახეობების და ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციას.

საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო - 2019“ გაიმართება

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, პირველად საქართველოში, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, იპოდრომზე მოსაქონლეობის ექსპო გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სანაშენე საქმიანობის ასოციაცია და საქართველო მერძევეობის ასოციაცია.  

სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება

2012 წლის პირველი იანვრიდან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება, რომელიც ამ სფეროში თამაშის ახალ წესებს დაამკვიდრებს. მთავრობის დადგენილების პროექტი - „ სურსათის /ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, არეგულირებს იმ პირთა საქმიანობას და მათ მიერ სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებულად წარმოების წესს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენენ ოჯახური წარმოების სუბიექტს - ფიზიკურ პირს და ახორციელებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან პირადი მოხმარების მიზნით.