ახალი ამბები

 

ინფორმაცია რომელიც რძესა და რძის პროდუქტების შესახებ უნდა ვიცოდეთ

 

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული რძე და რძის ნაწარმის, ასევე რძის შემცველი პროდუქტის წარმოების და ბაზარზე განათავსებისას მწარმოებლები ვალდებული არიან ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედონ. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, ასევე რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

georgianmilk.ge-ს რჩევები რძის პროდუქტების მომხმარებლებს

 

ქართული რძის ნიშნის ოფიციალური ვებგვერდი www.georgianmilk.ge მომხმარებლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სადაც ნათქვამია, რომ ბოლო წლებში რძის ფხვნილის გამოყენება ყველის წარმოებაში საგრძნობლად გაიზარდა. ამის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი წარმოების დაბალი ხარჯია. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება უნდოდეს კიდევაც რძის ფხვნილით დამზადებული ყველის შეძენა, თუმცა ყველა მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს როცა პროდუქტი დამზადებულია რძის ფხვნილისგან და ეს ინფორმაცია ეტიკეტზე მკაფიოდ/ნათლად  უნდა იკითხებოდეს.

ქართულ რძის ნიშანს უკვე რვა კომპანია ფლობს

 

ქართული რძის ნიშანი კიდევ 5 კომპანიამ აიღო. „ცეზარი“, „შუამთა“, „ორი ნაბიჯი“, „განძა მილქ“ და „ჯავახეთის მდელოები“ ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებმაც ნედლი რძის აღმნიშვნელი ბრენდირება ცოტა ხნის წინ აიღეს. აღნიშნულ კომპანიებამდე ქართულ რძის ნიშანს „ყველის ქოხი“, „მილკენი“ და „წინწყარო +“ ფლობდნენ.

ფერმერებს სპეციალისტებმა პერსპექტიულ მარცვლეულ კულტურებზე ინფორმაცია სადემონსტრაციო ნაკვეთში გააცნეს

სამტრედიაში ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთ საქართველოსთვის პერსპექტიული მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებები ცენტრის სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე გააცნეს.

საქსტატმა ცხოველთა სასაკალოების შესახებ 2018 წლის შემაჯამებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს საქართველოში 112 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 22.3 პროცენტი - ქვემო ქართლში, 14.3 პროცენტი - კახეთში, 13.4 პროცენტი - შიდა ქართლში, 11.6 პროცენტი - იმერეთში, 9.8 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 28.6 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქართველოში კოოპერატივის წევრების დასატრენინგებლად იაპონელი სპეციალისტები ჩამოვლენ

 

მიმდინარე წლის ზაფხულში იაპონელი ექსპერტები  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  საჭიროებებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილ ტრენინგკურსს კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების წარმომადგენლები გაივლიან.

აშშ საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად დამატებით 3 მილიონ დოლარს გამოყოფს

 

ამერიკის შეერთებული შტატები საქრთველოსთვის გამოყოფილ გრანტის მოცულობას ცვლის და სოფლის მეურნეობის დასაფინასებლად გამოყოფილი თანხა სამი მილიონი დოლარით იზრდება. გრანტის მოცულობა 18 მილიონი დოლარით კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხითაც გაიზრდება. 

მერძეულ ფერმა „ვანი 1“-ში  ადგილობრივი ჯიშის ძროხებს  ეტაპობრივად მაღალპროდუქტიულით ანაცვლებენ

 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მერძეული ფერმა „ვანი 1“ 2014 წლიდან არსებობს. მაშინ ფერმის მფლობელებმა ფერმის შენობა და ადგილობრივი ჯიშის ოცდაათი ძროხა ძველი მეპატრონისგან გამოისყიდეს და მეცხოველეობის თანამედროვე  ბიზნესის შექმნა დაიწყეს. ნაბიჯ-ნაბიჯ მაღალპროდუქტიული საქონელიც შემოიყვანეს. დღეს უკვე მოზარდებიანად 250 სულ პირუტყვს ფლობენ და რაოდენობის გაზრდას კიდევ აპირებენ.

ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთში მესაქონლეობის ფერმა შექმნა

 

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილში მერძევეობის ფერმის მოწყობა დაიწყო. ადგილობრივ ჯიშებთან ერთად ფერმაში მუხიგულაშვილს ამჟამად ჯერსის, შვიცისა და ჰოლშტეინის ჯიშის  პირუტყვიც ჰყავს. ახალგაზრდა ფერმერი მერძეულ და მეხორცულ მიმართულებას ერთდროულად ავითარებს.