ახალი ამბები

 

ლევან დავითაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიში წარადგინა

დღეს, 2020 წლის 30 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. მინისტრმა თავის გამოსვლაში სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და სამი ძირითადი მიმართულება გამოყო.

სამეგრელოში რძის დეფიციტის გამო რძის გადამამუშავებელი საწარმოები მუშაობას აჩერებენ

სამეგრელოს რეგიონი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ცნობილია ისეთი უნიკალური რძის პროდუქტის წარმოებით როგორიცაა მეგრული სულგუნი, რომელიც საქპატენტის მიერ რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.

აშშ-ს მერძევეობის სექტორში კრიზისია: ვისკონსინში 1500 მერძეული ფერმა დაიხურა

რძეზე დაბალმა ფასებმა ვისკონსინში, ბოლო ორი წლის განმავლობაში 1500-მდე ფერმის დახურვა გამოიწვია. 

სომხეთში მეცხოველეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

20 იანვარს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან, მეცხოველეების მორიგი  აქცია დაიწყო რომელიც გამოწვეულია სომხეთში მხოლოდ სასაკლაოდან მიღებული ხორცის რეალიზაციის დაშვებაზე.

პოლონელი მესაქონლეები სახელმწიფოსგან დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

პოლონეთის მთავრობამ ახალი წესები დაამტკიცა, რომლის თანახმად, პირუტყვის (ძროხა, ღორი) მეპატრონეებს, ცხოველების გაზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით,  დამატებით 50 მილიონი ევრო გამოუყვეს.

უკრაინა რძის პროდუქტების მნიშვნელოვანი ექსპორტიორის ადგილს ფაქტობრივად კარგავს- ანდრიი იარმაკი

უკრაინაში რძის   პირობითი მომგებიანობის ინდექსი  შარშან 2018 წელთან შედარებით  27% - ით გაიზარდა და 2013 წლის დონეს მიაღწია.