სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება

2012 წლის პირველი იანვრიდან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება, რომელიც ამ სფეროში თამაშის ახალ წესებს დაამკვიდრებს. მთავრობის დადგენილების პროექტი - „ სურსათის /ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, არეგულირებს იმ პირთა საქმიანობას და მათ მიერ სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებულად წარმოების წესს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენენ ოჯახური წარმოების სუბიექტს - ფიზიკურ პირს და ახორციელებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან პირადი მოხმარების მიზნით.