ტექნოლოგია და ბაზარი

 

რძის ფხვნილის იმპორტი საქართველოში - ნოემბერი

ნოემბერში იმპორტირებული რძის ფხვნილის რაოდენობა ოქტომბერთან შედარებით თითქმის განახევრდა, თუმცა ეს მნიშვნელოვნად არ ცვლის ბაზარზე არსებულ საერთო სურათს: მართლდება ჩვენი პროგნოზი, რომ წელს რძის ფხვნილის იმპორტი მინიმუმ 5%-ით გაიზრდება.

სანაშენე პირუტყვის იმპორტის მოთხოვნები და შესაძლებლობები საქართველოში

ყველა პროფესიონალი მესაქონლისთვის ცნობილია მარტივი ჭეშმარიტება - იმისათვის რომ მიაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს მერძეულ მესაქონლეობაში, აუცილებელია მუდმივი ზრუნვა ჯანმრთელი და პროდუქტიული ნახირის შექმნაზე. თუმცა, ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა არც ისე მარტივია. სირთულეს პირველ რიგში  ადგილობრივი ჯიშების სუსტი სელექცია წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საზღვარგარეთის გამოცდილებას. შესაბამისად, საქართველოში არ არის შესაძლებელი ისეთი პირუტყვის შეძენა რომელიც პროდუქტიულობით უცხოურ ჯიშებს უტოლდება. ამ მიზეზების გამო ქართველი მესაქონლეები იძულებულნი არიან საზღვარგარეთიდან შემოიყვანონ პირუტყვი.

ნედლი რძის წარმოება საქართველოში - მეოთხე კვარტლის პროგნოზი

ოფიციალური სტატისტიკის (საქსტატი) წინასწარი შედეგების მიხედვით, 2017 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივმა რძის წარმოებამ 142 მილიონი ლიტრი შეადგინა. აღნიშნული რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულ რძეზე 12.1%-ით ნაკლებია.

ყველის საბითუმო ფასების მონიტორინგის შედეგები და ანალიზი- 24-11-17

ნედლი რძის გაძვირებასთან ერთად რათქმაუნდა ლოგიკურია რომ ძვირდება ყველიც. გთავაზობთ იმერულისა და სულგუნი ყველის საბითუმო ფასების უკანასკნელი მონიტორინგის შედეგებსა და ამ შედეგების ანალიზს.

ცვლილებები რძის წარმოებაში, საშუალო წველადობასა და მეწველი ძროხების რაოდენობაში - 11.11.17

სტატიაში განხილულია, მიმდინარე პეიროდში, ინტენსიური და ექსტენსიური ფერმების ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა რძის წარმოება, საშუალო წველადობა და ფურების სულადობა.

ძვირადღირებული ქართული ყველის სახეობები

ჩვენს ქვეყანაში ყველის წარმოებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. 
„საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ანა მიქაძემ ყველის არაერთი უნიკალური ნიმუში აღმოაჩინა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ფართო საზოგადოებას გააცნო. როგორც თვითონ ამბობს, მათი დამზადება ძალიან რთული, შრომატევადი საქმეა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ქალბატონი ანა არის ავტორი და დამფუძნებელი „ყველის ფესტივალისა“, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ყოველ წელს იმართება. ის დღეს ჩვენს მკითხველს ყველაზე ძვირადღირებულ და გამორჩეულ ყველის ნიმუშებზე ესაუბრება: 

ნედლი რძის საბითუმო ფასების განაწილება - გამოკითხვის შედეგები (17.11.17)

უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, გასულ კვირაში ნედლ რძეზე საშუალო საბითუმო ფასი არ გაზრდილა, თუმცა ის გაზრდილია წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასული (დაახლოებით) 30 დღის განმავლობაში შინამეურნეობების რძეზე ფასმა საშუალოდ 2.4%-ით მოიმატა, კომერციული ფერმებისაზე კი - 5%-ით. ამჟამინდელი მდგომარეობით ფასები თანაბარია მწარმოებლის ტიპებს შორის და 1კგ რძე  საშუალოდ 1.05 ლარი ღირს.

ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსი

გთავაზობთ ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსის შეფასებას გასული თვის მონაცემებით. ინდექსი დაფუძნებულია საშუალოდ აღბულ რაციონში შემავალი კომპონენტების ფასების ცვლილებაზე.

რძის ფხვნილის იმპორტი ქვეყნების მიხედვით - 2017 წლის ოქტომბრის თვე

2017 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოვიდა 1,102,100 კგ რძის ფხვნილი, ღირებულებით 2,307 ათასი $. 1 კგ იმპორტირებული ფხვნილის საშუალო ღირებულებამ 2.09$ შეადგინა (დღგ-ს გარეშე). საშუალო ფასმა ეროვნულ ვალუტაში 6.17 ლარი შეადგინა (დღგ-ს ჩათვლით).