სექტემბრის საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები: მილკო, სანტე, სანტინო, სოფლის ნობათი, პრეზიდენტი

 

GeorgianDairy.org-ის მიერ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, კონკრეტული რძის პროდუქტების საცალო ფასები წელს სტაბილურობით გამოირჩევიან, თუმცა შარშანდელ სექტემბერთან შედარებით რამოდენიმე პროდუქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა.

შემდეგი ცხრილი გვიჩვენებს საშუალო ფასებს ლარებში და მათ ცვლილებას მონიტორინგის პროდუქტების მიხედვით:

წყარო: GeorgianDairy.org

ფასების ცვლილება წლიურ ჭრილში

რძე - საშუალო ფასების ცვალებადობა 3%-ის ფარგლებშია და ცალსახად გაძვირებაზე ან გაიაფებაზე საუბარი ძნელია.

მაწონი - ყველაზე დიდი ცვლილება მილკომ განიცადა: -9%; რაც სავარაუდოდ კონკურენციის დამსახურებაა: 2017 წლის სექტემბრში მილკოს საშუალო ფასი სოფლის ნობათისა და სანტესას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ასევე გაიაფდა სანტინო და ამით სხვა მაწვნებთან ფასების სხვაობა შეამცირა.

კარაქი - პროდუქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა; ყველაზე დიდი მატება სანტინოზე მოხდა - 1 წელიწადში საშუალო ფასი 14%-ით გაიზარდა, მაგრამ მისი ღირებულება ასევე (9%-ით) გაძვირებული პრეზიდენტისას მაინც მნიშვნელოვნად, დაახლოებით 1 ლარით, ჩამორჩება. კარაქებთან ერთად შეინიშნება სპრედის გაძვირებაც.

118

 

მსგავსი

 

2018 წლის პირველ ორ კვარტალში ადგილობრივი რძის წარმოება 5 პროცენტით შემცირდა

 

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში ნედლი რძის...

სულგუნის ინდექსი - 2018 წლის სექტემბერი

​​​​

სულგუნის ინდექსის მიხედვით, რძის გადამამუშავებელთა მომგებიანობა სეზონურ შემცირებას...