შპს „მილკენი“ ქართული რძის ნიშნის მფლობელი საწარმოა

 

რძის პროდუქტები მწარმოებელი კომპანია შპს „მილკენი“ ერთ-ერთია იმ რვა საწარმოთაგან, რომლებიც ნედლი რძის აღმნიშვნელ ბრენდირებას - ქართული რძის ნიშანს ფლობენ. კომპანია 2010 წელს დაარსდა და რუსთავში მდებარეობს.  საწარმოს შესახებ დეტალური ინფორმაციის ხილვა მომხმარებელს www.georgianmilk.ge -ზე შეუძლიათ.

ამ დორისთვის კომპანიაში 20 მუდმივი თანამშრომელია. „მილკენი“ მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა, მათ შორისაა: ქარხნული ტიპის ყველი,  სულგუნი ჩვეულებრივი, სულგუნი შებოლილი, დაწნული სულგუნი  და ასევე ერბო.

საწარმო ნედლ რძეს ყოველდღიურად გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები   200-250 რძის მომწოდებელი ფერმერიდან აგროვებს. ეს სოფლებია: ნაზარლო, ქესალო, თბილწყარო, ვახტანგისი და ალგეთი. მაღალი წველადობის პერიოდში (მაისი, ივნისი, ივლისი) საწარმო ყოველდღიურად 2 – 2.5 ტონა ნედლ რძე აგროვებს და ამუშავებს.

რაც შეეხება სურსათის უვნებლობას,  შპს მილკენს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგილი აქვს.

 

32

 

მსგავსი

 

„ჯავახეთის მდელოები“ ყველს ნედლი რძით და HACCP -ის სტანდარტის გამოყენებით აწარმოებს

 

„ჯავახეთის მდელოები“ ინდივიდუალური მეწარმე კარენ სიმონიანის მიერ დაა...

georgianmilk.ge-ს რჩევები რძის პროდუქტების მომხმარებლებს

 

ქართული რძის ნიშნის ოფიციალური ვებგვერდი

comments powered by Disqus