სპეციალიზირებული კურსი "მერძეული მესაქონლეობა / ნახირის მართვა“

2016  წლის 31 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე გერმანიის ქალაქ ტრისდორფში გაიმართება სპეციალიზირებული კურსი "მერძეული მესაქონლეობა / ნახირის მართვა“ 

კურსი მოიცავს მცირე თეორიულ და  ძირითადად პრაქტიკული ნაწილს  მაგალითების გამოყენებით. კურსი ჩატარდება ტრისდორფის თანამედროვე რძის საწარმოში.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია დიდი და საშუალო ფერმების თანამშრომლებისათვის. სამუშაო ენა რუსული (სხვა ენები მოთხოვნის მიხედვით).

კურსის წინასწარი პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ლინკზე  გერმანულად და რუსულად  (სხვა ენები მოთხოვნის მიხედვით): http://www.act-triesdorf.de/de/leistungen/fachliche-weiterbildung

სპეციალიზირებული  კურსის  ღირებულება  შეადგენს დაახლოებით 150-180 € / დღეში, დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე (რაც  მეტი მონაწილე იქნება მით ნაკლები იქნება ღირებულება) და დამოკიდებულია პროგრამაზე: ფასი მოიცავს ყველა ხარჯებს  და მოსაკრებლებს გერმანიაში (საცხოვრებელი, კვება, კურსის  მასალები,  კურსის გადასახადი, ექსკურსიები და ა.შ.).

განცხადების მიღება 2016 წლის 20 ივლისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს ბატონ არამ არისტაკესიანს შემდეგ მეილზე aram.aristakesyan@hswt.de

909

 

მსგავსი

 

პასუხი 8 ხშირად დასმულ კითხვაზე რძის პროდუქტებზე

თქვენ შესაძლოა გსმენიათ, რომ რძის პროდუქტებს ჯანმრთელობ...

საკვების ფასები - საქართველო და მსოფლიო

 

როგორც ცნობილია საქართველოში ინტენსიური ფერმების ნედლი რძე ძვირი ღირს. მის მაღალ...

2018 წლის პირველ ორ კვარტალში ადგილობრივი რძის წარმოება 5 პროცენტით შემცირდა

 

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში ნედლი რძის...

 

comments powered by Disqus