სულგუნის ინდექსი - 2018 წლის ივნისი

სულგუნის ინდექსის მიხედვით, 2018 წლის ივნისში სულგუნის მწარმოებლის მომგებიანობამ იკლო როგორც მაისთან, ისე წინა წლის ივნისთან შედარებითაც. ინდექსზე მისმა ორივე ცვლადმა ნეგატიურად იმოქმედა.

 შეგახსენებთ რომ სულგუნის ინდექსი წარმოადგენს სულგუნის საშუალო საბითუმო ფასისა და შინამეურნეობებისაგან ნედლი რძის ჩაბარების საშუალო ფასის, ანუ შემოსავლებისა და დანახარჯების თანაფარდობის დინამიკას. აღნიშნული ფასები მიიღება GeorgianDairy-ს გამოკითხვის მეშვეობით

ინდექსი მომგებიანობის გამარტივებული მაჩვენებელია და მისი დინამიკა გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა 1კგ სულგუნის რეალიზაციის მეშვეობით შეძენილი ნედლი რძის რაოდენობა

ინდექსი წინა თვესთან 4%-ით გაუარესდა (122.5-დან 117-მდე), რაც იმას ნიშნავს რომ სულგუნის მწარმოებელს, მიმდინარე წლის ივნისში, 1კგ სულგუნის რეალიზაციის შემდეგ, საშუალოდ 4%-ით ნაკლები ნედლი რძის შეძენა შეეძლო ვიდრე 1 თვით ადრე.

სიტუაცია გაუარესებულია წინა წლის ივნისთან შედარებითაც: მიმდინარე წლის ივნისში სულგუნის ინდექსი შარშანდელზე 7.5%-ით არის შემცირებული.

GeorgianDairy-ს მონიტორინგის მიხედვით, 2018 წლის ივნისში შინამეურნეობების რძე საშუალოდ 2017 წლის ივნისზე დაახლოებით 4%-ით ძვირი ღირდა - გაძვირებულმა რძემ რათქმაუნდა ნეგატიურად იმოქმედა მწარმოებლის მომგებიანობაზე, თუმცა ამას ისიც დაემატა რომ სულგუნიც ჩაბარებაც გაიაფდა, საშუალოდ დაახლოებით 4%-ით.

მასალის გამოყენების პირობები

 

  

43

 

მსგავსი

 

საგარეო ვაჭრობა - კარაქი - 2018 წლის ივნისი

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 18-07-18

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში ექსტენსიური ფერ...

საგარეო ვაჭრობა - რძის ფხვნილი - 2018 წლის ივნისი

 

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 741 ათასი კილოგრამი რძის ფხვნილი შემოვიდა, რ...

 

comments powered by Disqus