სურსათის ეროვნული სააგენტო საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესის კერძო სექტორზე დელეგირებას იწყებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად,  ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის პროგრამის კერძო სექტორზე   დელეგირების  პროცესი დაიწყო.

ყვარლის ბაგა პირველი   კომერციული  მეურნეობაა,  სადაც  ცხოველების  იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაქირავებულთ ვეტერინართა ნაცვლად ფერმის ვეტერინარების მიერ განხორციელდება.  შესაბამისი ხელშეკრულება ყვარლის  ბაგასა და სურსათის  ეროვნულ  სააგენტოს შორის 27 სექტემბერს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ ფაო-ს  მუდმივი  წარმომადგენლობების დელეგაციის წევრები ერითრეიდან,  ნიგერიიდან,  ბანგლადეშიდან,  ბრაზილიიდან, საუდის არაბეთიდან,  ევროკავშირიდან   და  შეერთებული    შტატებიდან, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებდნენ ქვეყანაში მიმდინარე სოფლისა და სოფლის   მეურნეობის განვითარების პროცესების გასაცნობად.

ფაოს  ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის პროგრამის (NAITS) ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განცხადებით,  იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროგრამის ყველა პასუხისმგებლობის თავდაპირველად კერძო სექტორზე და  მოგვიანებით კი თავად ფერმერებზე მუდმივი დელეგირების პროცესი  კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისკენ.

‘2012   წლიდან საიდენტიფიკაციო და რეგისტრაციის პროგრამა ფერმერებისთვის სრულიად უფასო იყო, რაზეც სახელმწიფო ყოველწლიურად 4,5   მილიონ ლარს ხარჯავდა და   ქირაობდა    დაახლოებით 600-დან 700-მდე ვეტერინარს და   ვეტერინარ ტექნიკოსს,   რომლებიც ქვეყნაში   თითქმის ყველა   ფერმას   ემსახურებიან. სააგენტოსა და ყვარლის ბაგას შორის დაწყებული დელეგირების   პროგრამა წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ამ უფლება-მოვალეობების პირველ რიგში კომერციულ და შემდგომ ყველა ფერმერზე   გადასაცემად“.  - განმარტა სოხაძემ.

შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით,  სურსათის ეროვნული სააგენტო ფაო-სთან ერთად 2016 წლიდან ნერგავს ცხოველების     იდენთიტიფიკაციისა და რეგისტრაციის განახლებულ სისტემას.  როგორც პროგრამის შემადგენელი ნაწილი, სააგენტო     მთელს   ქვეყანაში   ახდენს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე   ნიშნებით დენტიფიცირებას,  ხოლო   ცხოველისა და მისი მფლობელის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ონლაინ მონაცემთა ბაზაში შედის.

ფაო და სურსათის ეროვნულ სააგენტო მიიჩნევენ, რომ კერძო სექტორი უკვე მზად  არის  ეტაპობრივად აიღოს ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ დელეგირების პროცესით სახელმწიფო ყოველწლიურად ყოველ ფერმაზე დაახლოებით 3000 ლარს დაზოგავს . დაზოგილი თანხა მოხმარდება კერძო სექტორის სტიმულირებისთვის აუცილებელი  საქმიანობის განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მიდგომა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ფერმერები საკუთარი ხარჯებით   ახდენენ ცხოველთა იდენტიფიცირებას და რეგისტრაციას.

 „იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის უფლებები და მოვალეობები   ეტაპობრივად   გადაეცემა  კერძო   სექტორს. ამ  ეტაპზე  შეირჩა ფერმები, რომელთაც ადგილზე  საკუთარი  ვეტერინარები ჰყავთ. როგორც  წინა წლებში, სააგენტო უზრუნველყოფს ამ  ფერმებს საყურე ნიშნებით და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომით. 2021  წლიდან, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმებით გათვალისწინებული (DFCTA) კიდევ ერთი  კანონი,  ამ პროცესზე თავად     ფერმერები იქნებიან პასუხისმგებელნი“. - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ზვიად ასანიშვილმა.  

ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ვაქცინაცია აუცილებელია როგორც ცხოველთა, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისთვის.  ამიტომ ყვარლის ბაგა მიიჩნევს,  რომ  ეს  პროგრამა   საკმაოდ ინოვაციური და სასარგებლოა კომერციული მეურნეობებისა და     ფერმერებისათვის.

„ჩვენთვის დიდი პატივია ფაო-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს პროექტში მონაწილეობა.  იდენტიფიკაციის და მიკვლევადობის სისტემის დანერგა შესაძლებლობას აძლევს   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  წარმომადგენლებს  შეაფასონ ქვეყნაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მიიღონ   ყველა საჭირო ზომა მისი შემდგომი გაუმჯობესებისთვის.“ - აღნიშნულია ყვარლის ბაგის  ოფიციალურ განცხადებაში.

NAITS პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა შვეიცარიის განვითარებისა და  თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA)  ფინანსური მხარდაჭერით. 

212

 

მსგავსი

 

აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის დეკემბერი

 

2019 წელს ქართველი რძის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა...

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქონლის ხორცის გაყიდვების სწრაფი ზრდაა პროგნოზირებული

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე საქონლის ხორცის ვაჭრობის ზრდის დინამიკა ფიქსირდება. აღნიშ...

ყველის კონკურსი World Cheese Awards 2020 წელს ესპანეთში გაიმართება

2020 წლის 5 - 7 ნოემბერს  ოვიედოში, ესპანეთი,  World Cheese Awards-ის 33-ე კო...

 

comments powered by Disqus